“ბარსელონას” პირველი გუნდისთვის 2026/27 წლების სეზონის წინასასეზონო სამზადისის გეგმა უკვე ცნობილია. ჰანსი ფლიკის გუნდი სამუშაო პროცესს 13 ივლისს, ტრადიციული სამედიცინო შემოწმებითა და ფიზიკური ტესტებით დაუბრუნდება.
გუნდი ვარჯიშებს “სიუტატ ესპორტივაზე” დაიწყებს, რის შემდეგაც წინასასეზონო შეკრების ინგლისურ ეტაპზე გადაერთვება.
შეკრება ინგლისში
27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, “ბლაუგრანა” ინგლისში, სენტ-ჯორჯს პარკში (St George’s Park) განთავსდება. ეს ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი და ინგლისის ეროვნული ნაკრების მუდმივი ბაზაა. საგულისხმოა, რომ “ბარსელონას” ეს სპორტული კომპლექსი წინასასეზონო მზადებისთვის აქამდე ორჯერ – 2014 და 2016 წლების ზაფხულში უკვე გამოუყენებია.
მუნდიალი 19-ში მთავრდება და ფინალში გასვლის შანსიც არა აქვთ, თუ მეორე შემადგენლობა დაიწყებს სეზონისთვის მზადებას.
სავარაუდოდ ნელ ნელა შემოურერთებიან დანარჩენები