მარკ ბერნალის სადებიუტო მატჩი ესპანეთის ნაკრებში და ახდენილი ოცნება

მარკ ბერნალის სადებიუტო მატჩი ესპანეთის ნაკრებში და ახდენილი ოცნება

“ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, მარკ ბერნალმა, ერაყთან გამართულ ამხანაგურ მატჩში ესპანეთის ეროვნული ნაკრების რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და განაცხადა, რომ ბავშვობის ოცნება აიხდინა.

“ეს დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება”

ძალიან ბედნიერი ვარ ეროვნულ ნაკრებში დებიუტით. ვფიქრობ, თამაშში ნელ-ნელა ჩავერთე, რადგან პირველი მატჩის ნერვიულობა ოდნავ მეტყობოდა. თუმცა, ეს ნორმალურია. ეს ისეთი დღეა, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება, რადგან ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ესპანეთი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდება. ბერნალმა აღნიშნა, რომ არ შურს იმ ფეხბურთელების, რომლებიც ტურნირის საბოლოო განაცხადში მოხვდნენ:

სხვები ამას იმსახურებდნენ და აქ ყოფნა ვერ შეძლეს, ამიტომ თავს იღბლიანად ვგრძნობ. ეს ჩემი პირველი გამოძახებაა და დებიუტი უკვე მქონდა.

მხარდაჭერა ჟოან გარსიას

მარკმა მხარდაჭერა გამოუცხადა “ბარსელონას” კიდევ ერთ ფეხბურთელს, მეკარე ჟოან გარსიას, რომელმაც ერაყის წინააღმდეგ გაშვებული გოლის ეპიზოდში შეცდომა დაუშვა:

ეს ისეთი ეპიზოდია, რომლის გაანალიზებაც მოუწევს, მაგრამ ყველამ ვიცით, როგორი მეკარეცაა ის და შეცდომა ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს.

ლუის დე ლა ფუენტეს შეფასება

მატჩის შემდეგ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მარკ ბერნალის პოტენციალს ხაზი გაუსვა:

ის ძალიან ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც დიდი პიროვნული თვისებები და ჩვენთვის ისეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე სათამაშოდ საჭირო განსჯის უნარი აქვს, როგორიც ცენტრალური ნახევარმცველია. მას იმდენად დიდი პოტენციალი აქვს, რომ განვითარებისთვის უზარმაზარი სივრცე რჩება. მასზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შორს წავა, რადგან ჩანს, რომ მომავლის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    05 ივნ 2026, 22:02

    მე ასე წარმოვიდგინე ნაკრები: 1. ჟოან გარსია, 2,. ერიკ გარსია, 3. პაუ კუბარსი, 4. ჟერარ მარტინი, 5. მარკ კუკურელია(დაბრუნების მერე), 6. მარკ ბერნალი; 7. გავი; 8. პედრი; 9.ოლმო; 10 ლამინე; 11. ფერმინი
    სკამი:12. მეკარე ბ-დან, 13. ესპრატი, 14. კასადო, 15. ბალდე, 16. ფორტი, 17. კორტესი, 18. ფერანი, 19. დანი, 20 ტონი ერნანდესი