აიაქსი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დამატებას ცდილობს

აიაქსი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დამატებას ცდილობს

“ჟირონაში” განათხოვრების კატასტროფული პერიოდის შემდეგ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ზაფხულში “ბარსელონას” სავარაუდოდ საბოლოოდ დატოვებს. 34 წლის გერმანელი მეკარე, რომელსაც კლუბში ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა, კატალონიელთა სამომავლო გეგმებში აღარ შედის. ახლა კი ჰორიზონტზე ნიდერლანდური “აიაქსი” გამოჩნდა, სადაც მისი ყოფილი მწვრთნელი მიჩელი ვეტერანი მეკარის ერედივიზიონში ხილვას ისახავს მიზნად.

ტრაგიკული დასასრული “ჟირონაში”

მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულში ტერ შტეგენმა “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში ადგილი ჟოან გარსიასთან კონკურენციაში დაკარგა, ის იანვარში “ჟირონაში” იჯარით გადავიდა. მისი მიზანი სათამაშო დროის მიღება და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებში ადგილის დამკვიდრება იყო (რომელიც საბოლოოდ მანუელ ნოიერმა დაიკავა). თუმცა, ყველაფერი კატასტროფულად დასრულდა: მან მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ბარძაყის მყესის მძიმე ტრავმამ მისი სეზონი და მუნდიალის ოცნებები დაასრულა, “ჟირონა” კი ლა ლიგიდან გავარდა.

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა: “ტერ შტეგენის სიტუაცია ტრაგიკულია; ახლა მისი ჯერი იყო.”

იმედგაცრუება არც “ჟირონას” იმდროინდელმა მწვრთნელმა, მიჩელმა დამალა: “მარკის სიტუაციის გამო ძალიან ვწუხვარ. ძალიან რთული მდგომარეობაა. აქ მისი გადმოსვლა შეუძლებელი ჩანდა და მისი თამაშით სიამოვნების მიღება მხოლოდ ორი კვირით შევძელით.”

“ბარსელონას” პოზიცია

იჯარის დასრულების შემდეგ, ივნისის ბოლოს ტერ შტეგენი ფორმალურად ბრუნდება “ბარსელონაში”, თუმცა Sport-ის ცნობით, კლუბმა ნათლად დააფიქსირა, რომ ის ახალ პროექტში არ მოიაზრება. ჰანსი ფლიკი უპირატესობას ჟოან გარსიას ანიჭებს. მარკ-ანდრე კლუბს 2014 წელს “ბორუსია მიონხენგლადბახიდან” შეუერთდა, ჩაატარა 423 მატჩი, მოიპოვა 20 ტიტული (მათ შორის 2015 წლის ჩემპიონთა ლიგა) და კაპიტნის სამკლაურიც მოირგო. ახლა კი “ბარსელონას” სურს, გერმანელის გასხვისებით სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად განტვირთოს, რითაც მისი ეპოქა ოფიციალურად დასრულდება.

“აიაქსი” და ფინანსური ბარიერი

ამსტერდამის “აიაქსი”, სადაც ტექნიკურ დირექტორად ჟორდი კრუიფი მუშაობს, გამოცდილი მეკარის ძიებაშია. კრუიფის სიაში მარკ ფლეკენი (“ბაიერ ლევერკუზენი”) და იან ზომერიც (“ინტერი”) არიან, თუმცა განსაკუთრებული ინტერესი სწორედ ტერ შტეგენის მიმართ არსებობს. ტრანსფერის მთავარი ინიციატორი “აიაქსის” ახალი ესპანელი მწვრთნელი მიჩელია. კლუბს სჭირდება მისი ლიდერული თვისებები და გამოცდილება, რათა მძიმე სეზონის შემდეგ – მე-5 ადგილი ჩემპიონატში “პსვ ეინდჰოვენისგან” 28-ქულიანი ჩამორჩენით, 0-6 მარცხი “ალკმაართან” და 32-ე ადგილი ჩემპიონთა ლიგაზე – გუნდი კრიზისიდან გამოიყვანოს.

მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, ტერ შტეგენს წასვლა მოუწევს. თუმცა, ტრანსფერის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ფინანსებია. გერმანელი “ბარსელონაში” წლიურად დაახლოებით 16-18 მილიონ ევროს იღებს, რაც “აიაქსის” შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. ამსტერდამელთა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე კასპერ დოლბერგია 3,5 მილიონი ევროთი. შესაბამისად, “აიაქსში” გადასასვლელად ტერ შტეგენს ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (27)

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 04 ივნ 2026, 23:50

    ეჰ არ ეღირსება გარსიას მსოფლიოზე კარში დგომა სამწუხაროდ..

    • Moriarti
      Moriarti გულშემატკივარი
      schedule 05 ივნ 2026, 00:02

      რა ქნა ეგეთი

      • Barca for life
        Barca for life ვეტერანი
        schedule 05 ივნ 2026, 00:57

        ისეთი გოლი გაუშვა, რომელიც მისი პოზიციური შეცდომის ბრალი იყო

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 04 ივნ 2026, 19:44

    ვლაჰოვიჩი მოიყვანეთ უფასოდ და დაანაებეთ ალვარესს თავი.

    • Moriarti
      Moriarti გულშემატკივარი
      schedule 05 ივნ 2026, 00:01

      ვლაჰოვიჩს ტორესი მირჩევია 2 თავით. ტოპ ფორვარდი გვინდა

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 04 ივნ 2026, 19:21

    ისე ამის ხელფასიც ჩვენ არ გვახდევინონ და წავიდეს სადაც უნდა.

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 04 ივნ 2026, 18:08

    ახლა დავფიქრდი ამ სეზონში რამხელა დანამატები იქნებიან გავი და ბერნალი.. იქ პოტენციურად სილვა მოდის, იქ ტუნკარა ამოგვყავს, იქ დეიონგი მსოფლიოსთვის თავს აღარ დაზოგავს.. რავი აი ალბათ მართლა საუკეთესო ნახევარდაცვა გვყავს მსოფლიოში თავისი სკამით..

    ზოგადად სულ ნერვები მეშლება ბარსას შემადგენლობა ასეთი დაუფასებელი რომაა თავად ბარსას ფანების მხრიდან.. და კიდევ უფრო ნერვების მომშლელია გავის დაუფასებლობა.. ახლა რა ვიდეოც ამომივარდა ესპანეთის ნაკრების გავიზე იყო გაკეთებული და მერე გამახსენდა რომ სანამ დაიმტვრეოდა ესპანეთის ნაკრებისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, რაზეც ცალკე ტაქტიკური განხილვებია რა და როგორ..
    რავიცი მოკლედ იმედი მაქვს რომ ამ მსოფლიოზე დრო მიეცემა და მაგრად დაბრუნდება.

    აი რაც შეეხება ზოგადად ჩვენს შემადგენლობას, ბარსას უბრალოდ რაც აკლია არის კარგი ფიზმომზადების მწვრთნელი, დაცვის პოტენციალის მაქსიმუმამდე მიყვანა და შეტევაში გაძლიერება.
    ნუ როგორც ბევრგან წავიკითხე ფლიკს ფიზმომზადების მწვრთნელები შეუცვლია და ბაიერნში ვინც ყავდა ეგენი მოყავსო.
    დაცვას რაც შეეხება, ისევ ფლიკის ტაქტიკაზეა ბევრი რამ დამოკიდებული და 1 გამოცდილ მცველს თუ მოიყვანენ გაასწორებს, გინდა ფულბექი იყოს და გინდა ცენტრი, მაგაზე უკვე დავწერე რომ ეს მსოფლიო დაგვანახებს დაცვაში რა და როგორ თქო.
    აი შეტევაში გაძლიერება ყველაზე მეტად გვჭირდებოდა და ბედნიერი ვარ რომ ამას ეგენიც ხედავენ ბევრი casual ფანისგან განსხვავებით. ხოდა აუცილებლად მოსაყვანია უსერიოზულესი st, ხოლო იამალის სკამად ვინ უნდა იჯდეს არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ ტუნკარა შეიძლება იყოს ეგ ფეხბურთელი თორე სილვას სადღა აქვს ვინგერობის თავი, ბარჯის კი 100%ით ყიდიან.

    მოკლედ რაც მთავარია გასაშვებ ხალხს აჯმეინებენ, უკვე წასულებიდანაც ფულს აკეთებენ, ხელფასებიც საკაიფოდ დაზოგეს და მომსვლელებს რაც შეეხება 1 სტრაიკერი და 1 მცველი დაიდოს და მეტი არ გვინდა არაფერი.

    კასადოში 23მ, ფატიში 11მ, ახლა ბარჯის ჯერი მოვიდა და 6 ინგლისურ კლუბს უნდაო, ეზალზულიში ალბათ 8მ, ვირჯილიში 7.5მ, დესტში 3.5, პენიაში 5მ, შტეგენისგან 18მს ათავისუფლებენ, კრისტენსენისგან 7ს, რაშფორდისგან 14ს, ლევანასგან 21 განთავისუფლდა. ანუ პრაქტიკულად არაფერში გუნდი ამ ზაფხულზე 58მს აკეთებს, ხოლო ხელფასებში 60მ დაზოგა.
    ხალხი კიდე იმაზე წუწუნებდა გორდონში რამ გადაახდევინათ 80იო..
    არადა როგორც იწერებოდა 200მ ჰქონდათ გამოყოფილი წლევანდელი ტრანსფერებისთვის, გაყიდვების გარეშე და გამოდის რომ ალვარესისა და მცველის ფული ნაღდად არის, ახლა მთავარია მოლაპარაკებები!

    • Bakero
      Bakero ლეგენდა
      schedule 04 ივნ 2026, 18:23

      სეზონი რომ დამთავრდა პირველი რაც გააკეთებინა ფლიკმა სტაფს ფიზმომზადების მწვრთნელები გააშვებინა და კიდევ დაწერეს რაღაც კონკრეტულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი ხალხი გააშვებინა და ბაიერნში ვინც ჰყავდა ის ხალხი მოიყვანესო იწერებოდა ! ბერნარდოს რაც შეეხება ეგ ისეთი ძაღლია და ზუსტად მაგიტომ მევასება თან ჭკვიანი მიუხედავად ასაკისა ერთ ტაიმს მგონია რომ მაინც გაქაჩავს ვინგზე და ხალხს დაასვენებს

      • Barca for life
        Barca for life ვეტერანი
        schedule 04 ივნ 2026, 21:14

        ხოდა კარგია ეგრე თუა რადგან მე ძალიან არ მომწონდა ჩვენი ფიზმომზადება და ძალიან არაბუნებრივი იყო ზუსტად 1 პერიოდში დეიონგი, კუნდე, ბალდე და რაფინია რომ აგველეწა. რეალურად სწორედ მაგან გამოგვაგდო ლიგიდან თორე ატლეტიკოს მოსაგები სად იყო ამ ხალხთან ერთად რომ გვეთამაშა..
        ბერნარდოს რაც შეეხება, დიდად მაგისი ფანი არასდროს ვყოფილვარ პროსტა 3 წლის უკან ვინგზე ცუდი არ იყო, მარა ლოგიკურად ახლა მაგას რო მანდ თამაშის *რაკი ჰქონოდა პეპი ჯერ სავინიოს და მერე სემენიოს ხო არ წაიყვანდა.. პლუს ფოდენსაც ათამაშებდა..
        წელს კი ბერნარდუ ზუსტად პედრის პოზიციაზე თამაშობდა და ვაბშე მაგ ვინგზე ბოლოს როდის იდგა მემგონი თვითონაც არ ახსოვს, ხოდა რომ დავუფიქრდეთ ფლიკი ახლა რასაც ჩალიჩობს ეგაა რომ ფეთქებადი, სწრაფი შემტევები ყავდეს, რომლებიც ყოველწამს დაპრესავენ და არ გაჩერდებიან, ბერნარდუ კიდე პოზიციური თამაშის კაცია, რომელიც ნუ ახლა 15 წუთს კი ირბენს მარა ვინიცობაა და იამალი დაგვემტვრეს მემგონია რომ ეგეთ შემთხვევაში რაფინიას გადმოწევენ მარჯვნივ და გორდონი დადგება მარცხნივ, მაგრამ რაფინიაც თუ ალეწილი იქნება და ბერნარდუს იმედად მოგვიწევს ყოფნა აი მერე აღარ ვიცი.. თუმცა ეგეთ დროს სულ არაფერს კი ჯობია, თან რა იცი რა ხდება, იქნება მეორე მოდრიჩია ეგ კაცი😂 ჯერ 33 წლისაა, მაგრამ მე ძალიან მინდა რომ ტუნკარა ამოიყვანონ და იამალის სკამად დასვან ხოდა იმედი მაქვს რომ მაგას არ შეეშლება ხელი. ასევე ნახევარხაცვის თემაში სკამზე რომ გავისა და ბერნალის მოსმა გიწევს, იქ პლუს ბერნარდუც უკვე ძალიან გადატვირთული ამბავი მგონია.. აგერ კასადო გვყავდა მაგ ამბავში, თან მაშინ როცა გავი ლამის მთელი სეზონი არ იყო და ბერნალი შუაში დაბრუნდა, დეიონგმაც ბევრი გამოტოვა, მაგრამ რა ითამაშა კასადომ?! ეს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნახევარმცველი გვყავს მითუმეტეს ახლა გავისა და ბერნალის დაბრუნების ხელში და რავი ნუ ბერნარდუს დამატება ზედმეტი მგონია.. ისევ სათავისოდ ვამბობ.. რა ურჩევნია ატლეტიკოში ძირითადობა თუ ბარსაში ბოლო ნახევარმცველობა.. თან ამას ისიც ემატება რომ მე ზოგადად ძალიან მჯერა ფეხბურთში მენტალიტეტის მნიშვნელობის, იქ გასახდელში ბევრი რაღაცაა დალაგებული და ლიდერებიც არ გვაკლია, ატმოსფერო უკვე იდეალურია, ბერნარდუს დამატება კიდე რას მოიტანს კაცმა არ იცის რადგან როგორც სიტის კაპიტანი ისე მოდის, როგორც თავის დროზე გიუნდოგანი მოვიყვანეთ და გიუნდოგანის ეგო რომ მახსოვს, ნაღდად არ მინდა გუნდში მეორე ეგეთივე მენტალიტეტის ფეხბურთელი. პლუს ამას ბერნარდუ ნაკრებშიც არ მომწონდა არასდროს, რაღაცნაირი ტიპაჟია და თუკი გუნდში ვერ ჩაჯდა რა იცი რა მოხდება..
        მე ზოგადად ვფიქრობ რომ სეზონში ბევრი ცვლილება კარგი არ არის რადგან ჯერ იმ ფეხვურთელებს უწევთ ადაპტირება და მერე კიდე გასახდელში რა აურა შეაქვთ ეგეც არ იცი, ანუ სარისკოა, ხოდა ჩვენ ახლა მაგის გარდა კიდევ იმდენს ვუმიზნებთ და იმდენი რაღაცა გვჭირდება რომ სიმართლე გითხრა ბერნარდუს ვარიანტს ყველაფერს რომ მორჩებიან მერე უნდა განიხილავდნენ და არა ახლა.
        ჩემთვის პირადად სრულიად საკმარისია ამჟამინდელი ნახევარდაცვა, მთავარი გაძლიერება შეტევასა და დაცვას ჭირდება, ამიტომ ბერნარდუ ახლა ყველაზე ნაკლებ სადარდებელი მგონია..

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 04 ივნ 2026, 16:24

    მსოფლიომდე ვინმე კარგი დანამატით გაგვახარონ რა იქნება, გაყუჩდნენ მარტო უაზრო სტატიები ჩნდება

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 04 ივნ 2026, 16:23

    წელს დიდი ალბათობით ვინი დატოვებს რეალს, როდრიგოზეც იდკ, დაცვაში ალაბას, რუდიგერსა და მილიტაოს იშორებენ, კარვახალი და სებალიოსი წავიდნენ..
    პერესი მბაპეს დიდი ფანია და მაგისი გამსაღებელი არაა, ენდრიკს აბრუნებენ მარჯვენა ფლანგისთვის, ისევე როგორც ნიკო პასს და ამდენი 10იანი სად უნდა წაიყვანონ მე არ ვიცი.
    დიდი ალბათობით ვალვერდე-ჩუამენიდან 1 წავა და ენცოს ეჩალიჩებიან, მაგრამ ჩელსიმ 120მ მაიტათო.
    ერთი სიტყვით სერიოზული ცვლილებებია რეალში და მეეჭვება მომდევნო სეზონშიც რამე ქნან.
    პლუს ამას ყოველი მსოფლიოს მერე, პერესს ჩვევაში აქვს რო მსოფლიოზე გამორჩეული ტიპი მიჰყავს და ამიტომ მგონია რომ მინ 1 star signing ს გააკეთებს, თუმცა მაქამდე ამდენი კაცი ყავს მოსაშორებელი.
    კონატესა და დუმფრისს რაც შეეხება, აშკარად ჭირდებოდა კარვახალისა და ალაბას ჩამნაცვლებლები სკამისთვის და მაგიტომ მიიყვანა, თორე ძირითადში მგონია რომ ბასტონის წაიყვანს.
    ჰო მართლა მენდი და ფრან გარსიაც გასასაღბელები ჰყავს და მანდაც უეჭველი წაიყვანს ვინმეს.
    აი ვინი და როდრიგო თუ მართლა გაყიდა, ძალიან საინტერესო იქნება რა მოხდება, ჩემი აზრით შეიძლება კვარას შეეჭიდონ.. ოლისეზეც ბევრი იწერებოდა მაგრამ ბაიერნმა 200ადაც არ გავუშვებო.
    ის პრეზიდენტობის განდიდატი ვაბშე ჰალანდისა და როდრის მიყვანას აწურინებს..

    ნუ ერთი სიტყვით, რეალს ჩვენზე მეტი ცვლილების გაკეთება ჭირდება და ვნახოთ რა მოხდება.
    პერესი ისეთი მაფიოზია აუცილებლად წაიყვანს საკაიფო ფეხბურთელებს და ამიტომ საჭიროა რომ ბარსამ ვიღაცა ვლაჰოვიჩები კი არა მართლა ძერსკი ფეხბურთელები იყიდოს რომ მაგისთვისაც მზად იყოს და ჩლს დასადებადაც.

  • 1899
    1899 ახალბედა
    schedule 04 ივნ 2026, 14:42

    ის ბო… მაგრა ძლიერდებიან ალვარესი ან ოსია მოსაყვანი, სილვა და დაცვა გვინდა მინიმუმ ორი კაცი! კამბიასო დაიწერა იუვედან და მე ვაბშე არ მაქვს მაგის თამაში ნანახი თქვენ იცით ვარგია რამედ?

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 04 ივნ 2026, 14:55

      კაი თუ ძმა ხარ რითი გაძლიერდა? გადაკრუხებული დუმფრიზით თუ კონატე რომელიც ვანდაიკზე უარესი იყო ლივერპულში, მაკალისტერზე ჩალიჩობენო 110 მილიონიო და ჩვენზე გორდონზე კაიფობენ რაში გადაყარეს ფულიო, ერთი ნორმალური შენაძენი იქნება ენცო ფერნანდეს ჩელსიდან თუ იყიდიან დალშე ხარახურა ხალხს კაპიკებში ყიდულობს და აღფრთოვანებულები არიან უჰ მაგარია პერესიო🤣🤣🤣🤣

      • Just_Barca_Lover
        Just_Barca_Lover ახალბედა
        schedule 04 ივნ 2026, 15:29

        მაკალისტერს ზემოდან დაამატონ ვირცი და ეგ იქნება ტორტზე ალუბალი 😂😂

      • 1899
        1899 ახალბედა
        schedule 04 ივნ 2026, 15:44

        შენს პირს შაქარი ძმაო მეც ეგ მინდა 👏👏👏👏 დუმფრისის დედა უნდა… ეგ ბოზი

  • MESSI 2017
    MESSI 2017 ვეტერანი
    schedule 04 ივნ 2026, 12:38

    ვლაჰოვიჩი სკამის ფეხბურთელობაზეც თანახმააო და რავი დაბალ ხელფასს თუ დათანხმდება ალვარეზთან ერთად მშვენიერი იქნება

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lover ახალბედა
      schedule 04 ივნ 2026, 13:03

      ჰო მაგრამ ტორესი სად მიგვყავს? სკამის კაცია ტორესი თანაც რომელ გუნდს ყავს ასეთი ზამენა? სეზონში 20+ გოლი გააქვს სკამიდან ამაზე უკეთეს ვერ მოვიყვანთ სკამისთვის.

      • 1899
        1899 ახალბედა
        schedule 04 ივნ 2026, 14:43

        ტორესი გასაყიდია და გაიყიდება იმედია

        • Barca for life
          Barca for life ვეტერანი
          schedule 04 ივნ 2026, 16:09

          არსად არ მიდის ტორესი. 1 წელი აქვს კონტრაქტში და ან უნდა გაუხანგრძლივონ, ან მომდევნო სეზონში უფასოდ დავკარგავთ. წელს არსად არ მივდივარო.

      • MESSI 2017
        MESSI 2017 ვეტერანი
        schedule 05 ივნ 2026, 00:22

        წელს ძირითადის ფორვარდი იყო😀 შარშანაც 50-50ზე ითამაშეს მაგან და ლევანდოვსკიმ ფერან ტორესი სკამზე არ დაჯდება და სკამის ფეხბურთელს რო 10 მილიონი უხადო მაგდენი ფუფუნება არ გავქ მითუმეტეს როცა ფეხბურთსლები უნდა გაყიდონ არაუხო არ გავყიდოთ კრისტენსენი არ გავყიდოთ ტორესი არ გავყდიოთ ოლმო არ გავყიდოთ 6 ფეხბურთელი გვინდა და 6 უნდა გავყიდოთ პენია-შტეგენი-ფატი-კასადო-არაუხო-კრისტენსენი-ტორესი- ბარდაჯი ესენი ყველა უნდა წავიდნენ ზოგი გამოსყიდვის უფლებით მაგალითად ბარდაჯი და კასადო სკამის ფეხბურთელებიც საყიდელია

  • Kakkia
    Kakkia ახალბედა
    schedule 04 ივნ 2026, 11:51

    კასადო 18მილიონი +5 მილიონი ბონუსებად, დარწმუნებულივარ რეალი 25-30მილიონად თავისუფლად გაყიდდა.

    • LEVANII
      LEVANII ახალბედა
      schedule 04 ივნ 2026, 13:55

      Რა 25 30 მილიონი ღადაობ? Სეზონ ნახევარია სკამზე ზის ბოლოს ატლეტიკოსთა დადგა ძირითადში და ეგ თამაში ოთხით ნული წავაგეთ ცენტრალური მცველი რომ უფრო მეტჯერ მოხვდება შენ პოზიციაზე ძირითადში ესეიგი არაფრად არ ვარგიხარ არაფერი ტალანტი ეგ არ იყო ტყულად ნუ დაგწყდებათ გული

      • 1899
        1899 ახალბედა
        schedule 04 ივნ 2026, 14:41

        100% ხარ ძმაო კიდე კარგ ფასებში გავასაღეთ ეგ და ფატი

  • cruyff9
    cruyff9 ლეგენდა
    schedule 04 ივნ 2026, 11:43

    კასადო რატო გავყიდეთ🥺🥺🥺მარტო მე მევასებოდა ეგ ბიჭი კაცო????

  • ggiiorgi
    ggiiorgi ვეტერანი
    schedule 04 ივნ 2026, 10:58

    მე თუ მკითხავ ამან არაბეთში უნდა მოხიოს, იქ ერთი-ორი წელი აგორაოს ბურთი იშოვოს მილიონები და მშვიდათ დაასრულოს კარიერა. რაღა დროს ამის ტოპ დონეზე თამაშია

  • Cule cule
    Cule cule ახალბედა
    schedule 04 ივნ 2026, 10:42

    აიაქსი მშვენიერი ვარიანტია თუ უარი თქვა მაშინ დამარხულია ამის კარიერა ჯერ ისედაც და მერე საერთოდ 😂