ჟიულ კუნდე: იმედი მაქვს, ბარსელონაში დავრჩები

ჟიულ კუნდე: იმედი მაქვს, ბარსელონაში დავრჩები

ჟიულ კუნდე საფრანგეთისა და კოტ-დ’ივუარის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. თავისი გამოსვლისას “ბარსელონას” ფეხბურთელს მომავალსა და კლუბის დატოვების შესაძლებლობაზე ჰკითხეს, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.

ფრანგმა ფეხბურთელმა თავის მომავალთან დაკავშირებული ყოველგვარი სპეკულაციის დასრულება ისურვა და პოზიცია ნათლად დააფიქსირა:

კონტრაქტი 2030 წლამდე მაქვს. ჩემს თავში ყველაფერი საკმაოდ ნათელია. საფრანგეთის ნაკრებში ყოფნისას ასეთი რაღაცები უკანა პლანზე გადადის. ახლა მთლიანად ტურნირზე ვარ ფოკუსირებული. “ბარსელონაში” ვარ და იმედი მაქვს, იქ დავრჩები.

ბოლო დროს არაერთხელ დაიწერა, რომ სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში “ბარსელონა” მზადაა, ჟიულ კუნდე გაყიდოს, მთავარ მარჯვენა მცველად კი ერიკ გარსია აქციოს.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 06 ივნ 2026, 09:40

    აუცილებლად უნდა დარჩეს

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 04 ივნ 2026, 19:35

    დარჩეს, ოღონდ უნდა მოუმატოს როგორც მცველმა, არაა საჭირო თავდასხმაში. იამალს სილვა მიეხმარება ცენტრიდან.

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 04 ივნ 2026, 18:01

    მორიგი სისულელე სხვა ვერავინ ნახეს გასაშვები კუნდეს რომ მიადგნენ ხალხი სეზონებს თამაშობენ ერთად და მაინც ვერ / არ არიან თავის პარტნიორებთან შეთამაშებული კუნდე იამალთან იდეალურად არის შეთამაშებული შეტევაშიც და დაცვაშიც აი ბალდეს დიდი სიამოვნებით გავუშვებდი ოღონდ ჭკვიანურად გაშვებითაც რომ სარგებელი მიიღოს გუნდმა ასევე კასადოც …ბალდეს შემცვლელზე ბევრი იწერება კუკურელიადან დაიწყეს (რომელიც ლამასიელია და დაბრუნება უნდა) მერე ინკაპიეზე წერდნენ ეხლა ახალი კანდიდატურა კამბიასოა ….კასადოზე იწერება “მონაკოს” ინტერესზე და ზოგიერთ გამოცემებს თუ ვენდობით მოლაპარაკებებიც მიდის ვნახოთ მე ფაქტებს უფრო ვენდობი :)) ბერნარდო ნამდვილად კარგი დამატება იქნება თუ კასადო წავა ….მცველებს რაც შეეხება 2 მცველი განაპირა მარცხენა და მარცხენა ცენტრალური მაინც გვჭირდება

  • mesi_10
    mesi_10 ლეგენდა
    schedule 04 ივნ 2026, 16:58

    რავი 200 მილიონს თუ დადებენ კი ბატინო მარა ზოგადათ ამაზე უკეთესს ვის მოიყვანენ იამალთან იდიალურად არის შეთამაშებული მარჯ ენა ფლანგს აწიოკებს ჩემი აზრით არ შეიძლება ამის გაყიდვა ..

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 04 ივნ 2026, 16:07

    მე რატომღაც ინტუიცია მეუბნება რომ მომდევნო სეზონში ძაან მაგარი იქნება და ჩემი აზრით თუკი ახლა ძაან კაი მსოფლიო დადო, ეგ დაეხმარება მენტალურად რომ მომდევნო სეზონიდან კარგად დაბრუნდეს, ამიტომ არ გავყიდდი.

    ბალდეზე მგონია რომ ყველაზე კარგი იქნება თუკი გააიჯარებენ სადმე პრემიელიგის ტოპ გუნდში, მანდ წესით გაიხსნება და გამორიცხული არაა მერე დიდი მაყუთიც შემოგვთავაზონ. აი რავი, მე მჯერა მაგ ბიჭის ტალანტის უბრალოდ სტილისტიკურად ბარსას ტიპის ფეხბურთელი არაა და ამიტომაც აქ ყოფნით დროს ვაკარგვინებთ.

    ასევე ვფიქრობ არაუხოზეც. კი უკვე ბევრს გვყავს ათვალწუნებული, მაგრამ იყო დრო როცა სწორ სქემაში მსოფლიოს საუკეთესო მცველი გვეგონა და ეგეც მგონია რომ ფლიკის ხუშტურებს ეწირება. რავი, ჩემი აზრით ძალიან დიდი გაქანების მცველია და ეგეც სადმე ინტერში ან პლშ რომ ჩააგდო, აი დედას უტირებს, მაგრამ ბარსას სხვა ტიპის მცველები ჭირდება.. თუმცა ნუ ამ სეზონშიც დავიტოვებდი, რავი მაგისი მოხოდვისაც მჯერა თან ახლა პრაიმი ეწყება და 30ად გაყიდვა საცოდაობაა.

    ზატო ვერ ვხვდები კრისტენსენის დატოვების საჭიროებას, ჯერ ხო ჯვარედინები გაიწყვიტა ამ ასაკში, მერე ყოველ წამს დამტვრეულია, ხელფასს 12მს იღებდა არაფერში და ახლა 5მდე ჩამოჰყავთ, ნუ ეგეც საქმეა, მაგრამ ვაბშე რომ არ იყოს არა?! თან მეხუთე მცველი იქნება გუნდში და მაგ თემაში აგერაა ძაან კაი ბიჭი კორტესი და როტაციისთვის ეგეც გამოდგება თორე ძირითადში არც ერთს დააყენებენ და არც მეორეს.

    ამ ყველაფერთან ერთად კი ვერ ვხვდები ეს ხალხი თუ დაიტოვეს მაშინ ცენტრალური მცველი რაღაზე მოჰყავთ, რა ამბავია ამდენი კაცი?! ამ წამს პროფილურად ცენტრალურ მცველად თამაში შეუძლია 7 კაცს, ხოლო პროფილურად ნაღდი ფულბექი 2 გვყავს.
    ხოდა ნუ კაი ვთქვათ კუნდე ისევ მარჯვნივაა და გარსია სუპერსაბი იქნება, მაინც 5 კაცი გვრჩება ცენტრში და ახალი მცველის დამატება ალოგიკური გამოდის, ანუ ამ შემთხვევაში მოუწევთ კორტესის ლამასიაში გაბრუნება ან გაიჯარება, კრისტენსენი კი იქნება მეხუთე კაცი.

    ხოლო რაც შეეხება სიახლეებს, ძაან ბევრი იწერება მარცხენა ფულბექებზე, ჯერ კუკურელიაო, მერე ინკაპიეო, ახლა კამბიასოო.. ამით კი მგონია რომ ბალდეს აქვს წყალი შეყენებული.
    ასევე გვარდიოლს ძალიან გვიკავშირებენ, მაგრამ გვარდიოლი კი არა ვუსკოვიჩია დასათრევი.
    ნუ მე მგონია რომ მცველებზე მსოფლიოს მერე ჩამოყალიბდებიან, რადგან გააჩნია ჩვენებს როგორი პერფორმანსები ექნებათ, მანამდე კი პრესა იკვებება და სხვა არაფერი.

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 04 ივნ 2026, 11:05

    კანსელოს რატო განიხილავთ კუნდეს შემცვლელად ვერ ვხვდები, კუნდე არის დაცვითი ტიპის მარჯვენა მცველი რომელიც ადრე ცენტრ.მცველი იყო და იქცა მარჯვენა მცველად, თუ ფორმაშია კარგად ასრულებს დაცვით ფუნქციებს და შეტევაში კიდე იამალს ხელს არ უშლის, არაა შემტევი და იმიტო. კანსელო კიდე არის კაცი რომელიც მთლიანად შეტევაზეა ორიენტირებული და დაცვაში არის 0. დაცვითი მარჯვენა მცველი რო ჩაანაცვლო შემტევით, სრულიად იცვლება ტაქტიკა. მთელი სქემის შეცვლა ხდება საჭირო და ფლიკი არაა ის კაცი 2 და 3 ტაქტიკა რო ქონდეს გადანახული. 1 სქემით თამაშობს მთელი სეზონი. სულ აერევა ისედაც არეული დაცვა. კანსელო ბოლო წლებია მარცხნივ თამაშობს და კარიერის საუკეთესო წლებიც მარცხნივ გაატარა. სიტიში გვარდიოლა მარცხნივ ათამაშებდა 90% შემთხვევაში. აქაც ასეა. ბალდეს არასტაბილურობის გამო მოიყვანეს შუა სეზონში. მარჯვნივაც დადგება სუსტ გუნდებთან მარა აბა წარმოიდგინეთ ვინისისუსის მბაპეს კვარას ან დიასის წინააღმდეგ კანსელო? კუნდეს კიდე რაღაცა შეუძლია თუ ფორმაშია და აზღვევ. ბალდე თუ გაუშვეს და კუკურელია ან გრიმალდო მოვიდა ნებისმიერი იქნება კასნელოს კონკურენტი. აქ კიდე კუნდეს შემცვლელად არა კანსელო არამედ ერიკ გარსია მიიჩნევა იმიტო რო ეგეც დაცვითია, იმიტო რო ეგეც ცენტრალური მცველია და ზუსტად ეგეთი პროფილის კაცი უნდა ფლიკს მარჯვნივ. ერთადერთი კაცი ვინც კუნდეზე მეტად გაასწორებდა არის ტიმბერი, ტრამვიანი მარა გაუვალი მცველი. დაცვითი და შეტევაში ისეთივე სუსტი როგორიც კუნდეა. სხვანაირად ამის გაშვება სისულელეა. კასადო ბარსა ბ ში სულ მარჯვენა მცველად თამაშობდა და კარგადაც მარა ფლიკმა 1 ხელაც არ დატესტა. ახალი ტრენდია ფეხბურთში ფლანგებზე ცენტრალური მცველების გამწესება, შეხედეთ არსენალს, პეპიც აკეთებდა იგივეს როცა გვარდიოლს ათამაშებდა მარცხნივ და წელს ხუსეიოვი ათამაშა მარჯნვივ ბევრჯერ. გუნდები რომლებიც 4 მცველით თამაშობენ 1 ფლანგზე მაინც უწევთ დაცვითი მცველის დაყენება რო არ გაირღვნენ. წარმოდგენაც არ მინდა რა მოგვივა მაგალითად გრიმალდო კანსელოთი რო ვითამაშოთ ფლანგებზე რომელიმე გრანდთან, უკან რო კუბარსი მარტინი არიან მით უმეტეს მაშინ

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 04 ივნ 2026, 02:06

    ვახ… ერთი ჩავარდნილი სეზონის გამო როგორ შეიძლება ამ კაცის გაშვებაზე საუბარი. კაი დავუშვათ გავუშვით, მერე ვინ მოგვყავს? ბარსელონა ფიზიკურად ვერ მოიყვანს კუნდეზე უკეთეს მარჯვენა მცველს, ერთი ჰაკიმია ამაზე უკეთესი დალშე ვინაა? წინა სეზონში რო ტოპ 3 ფლანგის მცველში შედიოდა კუნდე არ იყო ეგა? ჯიბეში რო ჰყავდა ჩასმული თავის ფლანგზე ყველა და კაცი რო ვერ ცდებოდა და თან შეტევაშასაც, რომ კარგად ეხმარებოდა კუნდე არ იყო მაგი? რა კუკურელია რის კუკურელია კარგით რა! არაფერი მცველი ეგ არაა, მაგის სანაკრებო თამაშებმა არ მოგატყუოთ კლუბში მკვდარი მაჩვია. აი ბალდე თუ უნდათ გაუშვან ოღონდ შემცვლელს თუ მოიყვანენ ვინმე ახალგაზრდას კანსელო მაინც ასაკში შედის და უნდა მაგასაც როტაცია.
    ასე მგონია მართლა იმ ვლაჰოვიჩს მოათრევენ და ვუყუროთ მერე ტორეს ვლაჰოვიჩის ტანდემს, ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო მასე დაგვემართება, ტყვილა ეტენებიან ამ ალვარესს არ გამოუშვებს ატლეტიკო 120 ის დაბლა და მე პირადად არ მიღირს ეგ ბიჭი მაგდენი მიუხედავად იმისა, რომ ტოპია. არა და ჰაერივით გვჭირდება ძირითადის სტრაიკერი და მაინც და მაინც ახლა დაწყდნენ ცხრიანები ბაზარზე, არც იმ ოსიმენის მჯერა არც ალვარესის და არც ჰოლანდის, მეტი არაა ჩემი მტერი ჰოლანდი მოიყვანოს დეკუმ მაგრამ მაინც. ვფიქრობ როგორც პსჟ თამაშობს გამოკვეთილი ცხრიანის გარეშე ეგრე უნდა ვითამაშოთ ჩვენც სხვა გზა არაა, ფლიკს მოუწევს ცოტა ტაკტიკის შეცვლა და მაგას რამდენად იზამს ეგაა საკითხავი. იმედია ვინმე გამოჩნდება მსოფლიო ჩემპიონატზე თორე არაა ჩვენი საშველი.

  • M10 S9 D11
    M10 S9 D11 ლეგენდა
    schedule 04 ივნ 2026, 01:35

    ჩელსიზე დაიწერა უნდა კუნდეო და კუკურელიაში გავცვალოთ ძაან საზიზღარი სეზონი ქონდა ამას და სანამ ინტერესდებიან გაშვება ჯობია კანსელო და კუკურელია გვეყოლება ფლანგებზე და ზამენიდან ხავი პიასტრი უნდა ათამაშო მაგ ბიჭს ძაან დიდი პოტენციალი აქ და კაკ რაზ კანსელოს წასვლის მერე მაგან უნდა გადაიბაროს მარჯვენა ფლანგი

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 04 ივნ 2026, 01:12

    ამის გაშვება იქნება უდიდესი შეცდომა ტიპი ცეტნრშიც რომ დააყენო იქაც მხეცი იქნება პატარა ჩაუვარდა სეზონი ტრავმის მერე.მე საერთიდ გადავწევდი ამას ცენტრში მაგრამ იამალთანა მაგრად შეთამაშებული.

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 04 ივნ 2026, 00:36

    ამას არსად გაუშვებენ… ბერნარდომ მსოფლიოს მერე ვიტყვი სად ვითამაშებო ფაბრიციომ დაწერა, მეორე რაც გაავრცელა კიდე დუსან ვლაჰოვიჩი იუვენტუს ტოვებს თავისუფალი აგენტის სტატუსით, აი აქ რაღაც მოხდება შეიძლება ვლაჰოვიჩზე გაიწიონ ამათ თან უფასოდ შეუძლიათ დამატება…პ.ს მე პირადად ალვარეზი მინდა კაი ხანია მაგრამ თუ არ გამოვიდა ვლაჰოვიჩიც არაა ცუდი ვარიანტი ახალგაზრდა კაი შემსრულებელია, უბრალოდ იმედი მაქვს მაინც ალვარეზს მოიყვანენ