მესიმ სპორტის დარგში 2026 წლის ასტურიის პრინცესას ჯილდო მოიპოვა

მესიმ სპორტის დარგში 2026 წლის ასტურიის პრინცესას ჯილდო მოიპოვა

კიდევ ერთი ჯილდო ლეო მესისთვის. არგენტინელი სუპერვარსკვლავი, “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, სპორტის დარგში 2026 წლის ასტურიის პრინცესას ჯილდოს მფლობელი გახდა. ჟიურიმ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა, რითაც ჭეშმარიტად ლეგენდარული ფეხბურთელის შთამბეჭდავ კოლექციას კიდევ ერთი აღიარება შეემატა.

როგორც ჯილდოს მარეგულირებელ დებულებაშია აღნიშნული, ასტურიის პრინცესას ჯილდო სპორტში გადაეცემა “კარიერას, რომელიც სპორტის პოპულარიზაციის, განვითარებისა და წინსვლის, ასევე მისი სოციალური განზომილების მეშვეობით, იქცა იმ სარგებლის მაგალითად, რისი მოტანაც სპორტულ საქმიანობას ადამიანისთვის შეუძლია.”

წარმატებებით სავსე კარიერა “ბარსელონაში”

ეს ჯილდო მესის გამორჩეული კარიერის მორიგი აღიარებაა. 13-დან 34 წლამდე ის “ბარსელონას” ფეხბურთელი იყო, მან კლუბს ცხოვრების ორ ათწლეულზე მეტი მიუძღვნა და კულეებს მატჩიდან მატჩამდე, გოლიდან გოლამდე და ტიტულიდან ტიტულამდე სიხარულს ანიჭებდა. ეს არგენტინელი ტალანტი, რომელიც “ლა მასიაში” ჩამოყალიბდა, საუკეთესო მოთამაშეა, ვისაც ოდესმე “ბლაუგრანას” და არა მხოლოდ “ბლაუგრანას” მაისური მოურგია.

მისი საფირმო ბრწყინვალე მომენტები, 672 გოლი და “ბარსელონასთან” ერთად მოგებული 35 ტიტული თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ეჭვგარეშეა, ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 04 ივნ 2026, 19:45

    10 მარტო ლა ლიგის ჩემპიონობა აქვს. შედარებისთვის რონალდუს-2, რამოსს-3. ხვდებით რა დღეში გვყავდა რეალი, პერესი დღესაც ვერ ინელებს იმ წლებს და ნეგრეირას ძახილით იოხებს გულს.