workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მომდევნო ზაფხულში გუნდი ნაკლებს იმოგზაურებს

მომდევნო ზაფხულში გუნდი ნაკლებს იმოგზაურებს

2014-15 წლების სეზონის მზადების დროს, “ბარსელონას” ფეხბურთელები იმდენს აღარ იმოგზაურებენ, როგორც ეს მიმდინარე სეზონის წინ მოხდა. ამის მიზეზი ისაა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის გამო, კატალონიური გუნდის ვარსკვლავებს დასვენების დრო შემცირებული ექნებათ.

2013-14 წლების მზადების დროს, 21 დღის განამვლობაში, “ბარსელონამ” დაახლოებით 30 ათასი კილომეტრი დაფარა, რაც, ბუნებრივია, ფეხბურთელებისთვის დამღლელი იქნებოდა. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო სეზონში, “ბარსელონა” ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზიაში ჩასვლას გეგმავს, მგზავრობის ხანგრძლივობა მაინც შემცირებული იქნება. კატალონიელთა გეგმის თანახმად, გუნდი ერთ ადგილზე დაბანაკდება და ამხანაგურ თამაშებს იქვე გამართავს, ისე, რომ ფეხბურთელებს ხანგრძლივი მგზავრობა არ მოუხდეთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward