10 სტატისტიკური ფაქტი ლა ლიგის ჩემპიონის შესახებ

10 სტატისტიკური ფაქტი ლა ლიგის ჩემპიონის შესახებ

ჰანსი ფლიკის გუნდმა ჩემპიონატი გამარჯვებულის რანგში დაასრულა და ამავდროულად, არაერთ სტატისტიკურ მაჩვენებელშიც ლიდერია.

ლა ლიგას შემთხვევით ვერ მოიგებ. ჰანსი ფლიკის გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა და დომინაციის დასტურია ისიც, რომ “ბლაუგრანა” ბევრ მთავარ სტატისტიკურ კატეგორიაში ლიდერობს. გადავხედოთ იმ ძირითად კომპონენტებს, რომლებშიც “ბარსელონა” საუკეთესო აღმოჩნდა.

 გოლები, როგორც მთავარი იარაღი

ჰანსი ფლიკის გუნდები შეტევითი პოტენციალით გამოირჩევიან და არც “ბარსელონაა” გამონაკლისი. 2025/26 წლების სეზონში კატალონიელებმა 95 გოლი გაიტანეს, რითაც მეორე ადგილზე მყოფ “რეალ მადრიდს” (77 გოლი) 18 გოლით გაუსწრეს. საშუალოდ, გუნდი მატჩში 2.5 გოლს იტანდა.

გუნდი, რომელიც ყველაზე მეტს ურტყამს

გოლები მხოლოდ დარტყმის შედეგად გადის. “ბარსელონა” ამ კომპონენტშიც ლიდერია – სეზონის განმავლობაში 692 დარტყმა განხორციელდა, საიდანაც 257 ზუსტი იყო. მეორე ადგილზე “რეალ მადრიდია” 665 დარტყმით (253 ზუსტი).

ბურთის ფლობა და “ბარსას” დნმ

“ბარსელონას” სათამაშო სტილი ყოველთვის ბურთის ფლობაზეა დაფუძნებული. 2025/26 წლების სეზონში ჰანსი ფლიკის გუნდი ბურთს საშუალოდ 68.91%-ით ფლობდა. მეორე ადგილზე ამ მხრივ “რეალ მადრიდია” 59.44%-ით.

ქამბექების მეფეები

წინა სეზონის მსგავსად, “ბლაუგრანამ” ჩამორჩენის შემდეგ თამაშის შემოტრიალება და ძვირფასი ქულების მოპოვება არაერთხელ შეძლო. ჯამში, “ბარსელონამ” წაგებული პოზიციიდან 21 ქულა გადაარჩინა, რითაც “ალავესსა” და “ვალენსიას” (16-16 ქულა) გაუსწრო.

94 ან მეტი ქულა მეხუთედ

ჰანსი ფლიკის გუნდმა სეზონში ჯამში 94 ქულა დააგროვა, რაც კლუბის ისტორიაში მხოლოდ ხუთჯერ დაფიქსირდა. 2009/10 წლებში გუნდმა სეზონი 99 ქულით დაასრულა, 2010/11 წლებში – 96 ქულით, 2012/13 წლებში სარეკორდო 100 ქულა დაგროვდა, ხოლო 2014/15 წლების ტრიპლეტის სეზონში ასევე 94 ქულა დაფიქსირდა.

სამორა ჟოან გარსიას

გასულ ზაფხულში ჟოან გარსიას ტრანსფერი ნამდვილი ოსტატობა იყო. “ბლაუგრანაში” თავის სადებიუტო სეზონში კატალონიელმა მეკარემ სამორას ჯილდო მოიპოვა და 30 მატჩში მხოლოდ 21 გოლი გაუშვა. თავისი წვლილი შეიტანა დაცვამაც, რომელმაც მეტოქეებს ყველაზე ცოტა დარტყმის საშუალება მისცა (346) და კარში ზუსტი დარტყმების სიმცირით მეორე ადგილზე გავიდა (132).

16 სხვადასხვა გოლეადორი

“ბარსელონას” საფრთხის შექმნა ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2025/26 წლების სეზონში გოლი 16-მა სხვადასხვა მოთამაშემ გაიტანა: ლამინ იამალი, ფერან ტორესი, რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, მარკუს რაშფორდი, დანი ოლმო, ფერმინ ლოპესი, რონალდ არაუხო, პედრი, მარკ ბერნალი, ჟოაუ კანსელუ, ჟიულ კუნდე, პაუ კუბარსი, ერიკ გარსია, ფრენკი დე იონგი და რუნი ბარდჯი.

ყველაზე მეტი სათამაშო დროის მქონე ფეხბურთელები

სეზონის განმავლობაში ჰანსი ფლიკმა შანსი 29 სხვადასხვა ფეხბურთელს მისცა. დაცვის ხაზში მთავარი საყრდენები ერიკ გარსია (2730 წუთი), პაუ კუბარსი (2708) და ჟოან გარსია (2700) იყვნენ. საუკეთესო ხუთეულს ლამინ იამალი (2269) და ჟიულ კუნდე (2261) ასრულებენ.

ყველაზე ცოტა ყვითელი ბარათი

იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ბურთს დომინანტურად ფლობს, გასაკვირი არ არის, რომ “ბარსელონამ” სეზონში ყველაზე ცოტა, სულ რაღაც 59 ყვითელი ბარათი მიიღო. ეს 9 ბარათით ნაკლებია მეორე ადგილზე მყოფ “რეალ მადრიდთან” შედარებით (68).

კუთხურები და თამაშგარეები

ბოლო ორი კატეგორია, რომლებშიც “ბარსელონა” ლიდერობს, კუთხურები და მეტოქის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებაა. “ბლაუგრანამ” ლიგაში ყველაზე მეტი, 262 კუთხური მოაწოდა და მეტოქეები ხელოვნურ თამაშგარეში 164-ჯერ დატოვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 26 მაი 2026, 21:47

    ბარსელონა ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ქალმა ფეხბურთელმა დატოვა, 14 წლის შემდეგ ალისია პუტეიასი წავიდა.

    • levanoza
      levanoza ლეგენდა
      schedule 26 მაი 2026, 22:08

      ახლა ბალღებზე ფიქრში უფრო გალამაზდება

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 26 მაი 2026, 19:52

    Jakub kiwiori პორტოს მცველი ვინ არის? ღირს რამედ ნეტა ალტერნატივებსაც ეძებენ

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 26 მაი 2026, 17:23

    ალვარესმა ბარსაში მინდაოოო🙄

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 26 მაი 2026, 18:19

      ეგ კარგი ამბავია🙂 ახლა შიმშილობა უნდა გამოაცხადოს, პირი ამოიკეროს😀 ბარსამ 35 მილიონი შეთავაზოს და დაველოდოთ მშვიდათ მოვლენების განვითარებას👌

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 26 მაი 2026, 19:09

      კი უცხოურ პრესში წარამარა მხვდება ალვარესის უკმაყოფილებაზე, სიმეონეს ხელში თამაში არ მსურსო, პსჟ და ინგლისური კლუბები ეჩალიჩება მაგრამ პრიორიტეტი ბარსელონა არის მისთვის შესაბამისად ატლეტიკო ამბობს რომ საგა არიქნება თუ მოხვალთ პირდაპირ მოდით თუ არა და არაფერი არიქნებაო ასე რომ ალვარესმაც უნდა იჩალიჩოს და 100 მილიონზე მეტი არუნდა ავიდეს ფასი

      • nika 54
        nika 54 ლეგენდა
        schedule 29 მაი 2026, 17:19

        სადღაც წავიკითხე მესი ბარსას 100 მილიონს აძლევს ალვარესის საყიდლათო, არვიცი მართალია თუ იხუმრა ვიღაცამ.

    • ggiiorgi
      ggiiorgi ვეტერანი
      schedule 26 მაი 2026, 23:03

      ბარსა რო უნდა კაია, ალბათ 100-დი გამოვა მაგრამ რამდენად გვაწყობს და შეგვიძლია ამხელა თანხა გადავიხადოთ ეგაა მეორე საკითხი

      • Motamashe
        Motamashe ახალბედა
        schedule 27 მაი 2026, 00:27

        ჯერ ერთი გაგიმაზავ მეგობარო 100 მილიონად არ გამოგვატანენ. 120 ზე ნაკლებად არ გაუშვებენ შანსი არ არის. ახლა მეორე და მთავარი. ჩვენ ვის ვეძებთ ცენტრალურ თავდამსხმელს? 9 ნომერს ხო, ლევანა იყო კლასიკური 9 ნომერი. ალვარესი არის მეორე ფორვარდი, საკმაოდ ხასიათების ფეხბურთელი, ცხოვრებისეულად უტვინო. ფორვარდი რომ სიტიდან წავა ატკერიკოში სიმეონესთან, როცა იცი რომ ბარსას ევასები და ლევანა 36 წლის არის ხარ დებილი. წელს ქონდა ლამის ორთვიანი უგოლო სერია და ძალიან ბევრ ტურში სორლოტმა დასვა სკამზე🥺 მე მიმდა გუნდის გაძლიერება, მაგრად მახატია ლაპორტას და ბორდის ვალები და სადაც სორლოტს და მურდიკს ახსენებენ ასე უქნიათ 200 მიუციათ და მოუყვანიათ. უფორვარდობას აჯობებს. მაგრამ აი მაგიჯებს ოსიმენი იყოს ბაზარზე უფრო იაფად და კონკურენტს, რომელმაც სადაც დაგიჭირა იქ გიხმარა გინდა სპორტულად და გინდა მით უმეტეს ტრანსფერებში გადაუხადო 120 მილიონი ისეთ ფეხბურთელში რომელმაც თუ ჩაქიმა და ჩაკომპლექსდა შეიძლება ტორესმა დასვას სკამზე, ეგ არის სიგიჟე😕 რამოდენიმე წლის წინ, 120 მილიონო გადავუხადეთ 29 წლის ფეხბურთელში, წელიწადში უკან დავუბრუნეთ იჯარით, ხელფასის ნახევარი გადავუხადეთ და პირობა დავუდევით რომ თუ გარკვეულ რაოდენობის მატჩებში ითამაშებდა 60 წუთი შეეძლო გამოესყიდა 40 მილიონად. ამ დროს რას შვება ეს ნაწყლი სოფლის გუნდი? თავის კლუბის ლეგენდას სვავს სკამზე და თამაშწბს ბოლო 20 წუთი რომ არ გადაიხადოს დაარღვიოს კონყრაქტის პირობები და არ გადაიხადოს 40 მილიონი. ამ თაღლითობის შემდეგ თავაზობს ბარსელონას 20 მილიონს და ყიდულობეს უკანვე 120 გაყიდულ კაცს 20 მილიონად🤮🤮🤮🤮🐀🐀🐀😊 ამის შემდეგ საერთოდ თავში მოგივა მაგ პრეზიდენთან ტრანსფერზე დალაპარაკება ხარ უთავმოყვარო სირი და ყვერის კაკალი🐀🤮🤮🤮 რაიმე რყვილს ვამბობ??? ცალკე ის ფრანგია უთავმოყვარეო კლე და ამის შემდეგ ბოდიშს უხდის ატლეტიკოს ფანებს თურმე ბარსაში გადასვლა შეცდომა იყოო🤮🐀🤮🐀 შეცდომა იყო შეენაირი უთავმოყვარეო სირია ყიდვა 120 მილიონად და დანაშაული ამ ყ ელაფრის შემდე სერეაოთან კიდევ საქმის დაჭერა მაგრამ ვირთხა ლაპორტასგან არაგერია გასაკვირი. ერთი საფეზბურთო კრიტერიუმი მითხარით რითიც ალვარესი ოსიმენს ჯობია???ოღონს ეს ხასიათების შეფასებას შეეშვით, ვითომ მართლა იცნობდეთ ან ურთიერთობა გქონდათ😕სასაცილოა რა. პრესინგიატ ოსი ჯობია, თავით თამაშში ოსის ვერ შეედრება, სისწრაფით ვერ შეედრება, ჯიგრით თამაშით ვერ შეედრება. რა დარჩა? შეიძლება დარტყმის სიძლიერე თქვა და ეგეც ძაან საკამათოა. ვერ ვხვდები პროსტა რატომ უნდა გადაუხადო ამ ზღრენგუნდა 120 მილიონჯ და თუ ვერ გაამართლა სამყაროს დასაცინი გახდე როცა ოსიმენი არსებობს? ანრი და რივალდო ეს ორი რაც უცბად გამახსენდა, ახასიათებს ოსის როგორც სუოერ ფორვარდა რომწლიც ძალიან მოუხდება ბარსას. რავი ესენიც მე ვარ? დავიჯერო რასიზმთან გვაქვს საქმე? სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. ან ევასება ამ ჩემისას სერესო რომ აწოვებს?😕😕😕 კაროჩე ვნახოთ რა. მე ვიძახი რომ არ გაამართკებს და არსებობს შანსი ტორესმა სკამზე დასვას. ვნახოთ იმედია ად დათმობს ატლეტიკო და ვინუჟდენი მოიყვანენ ოსიმენს ან უარსეს შემთხვევაში ჯოაო პედროს.

        • Barca for life
          Barca for life ვეტერანი
          schedule 27 მაი 2026, 13:23

          ზოგადად წლებია ვიძახი რომ ატლეტიკოსთან არ შეიძლება მოლაპრაკებების წარმოება, ერთი სერესოს და მეორე კარმის ამბავში.. რავი ისტორიას არ ახსოვს ჩვენ მაგათგან ვინმე წამოგვეყვანოს და გაემართლებინოს, მაშინ როცა პარიქით უამრავი შემთხვევაა.
          მარა ნუ კაი დავანებოთ ამ ვარაუდებს თავი და პროსტა რაც არ მომეწონა ისაა რომ ალვარესს ზედმეტად აკნინებ.. ნუ მესმის ფეხბურთელი არ გევასებოდეს, მაგრამ არც ეგეთი ბანძია როგორც გამოგყავს.
          ჯერ დავიწყოთ იმით, რომ სტილისტიკურად მეორე ფორვარდს კი გავს, მაგრამ ყველგან მაინც 9იანად ათამაშებდნენ, ნუ სიტიში იყო ზოგჯერ თუ ჰალანდთან ერთად იდგა სასტავში, მაგრამ ძირითადად მაინც ყველგან 9იანი იყო და შედეგსაც დებდა. წელს მთლად სტაბილური სეზონი არ გამოსვლია, მაგრამ ჰქონდა მაგარი მომენტებიც, ზოგადად დიდ თამაშებში არ იკარგება, ხოლო დანარჩენ საფეხბურთო კომპონენტებს რაც შეეხება, ძალიან ჰგავს სუარესისა და ვილიას ნაზავს. ოლრაუნდ ფეხბურთელია, პოზიციურად იდეალურად თამაშობს, გინდა ბილდაფში და გინდა ისე, სხვა ფეხბურთელებსაც ათამაშებს და თამაშს საკაიფოდ ხსნის ხოლმე, ასევე დარტყმაში 100 წელი ვერ მივა ოსიმენი ახლოს, ალვარესი საკმაოდ ცოტას აფუჭებს ეს ერთი და მერე მეორე ალვარესს ყველა პოზიციიდან შეუძლია გატანა, ასევე ჯარიმებიდანაც მაგრად გააქვს და ოსიმენის ერთადერთი პლუსი თავით თამაშია თორე ალვარესთან შედარებით არც ბილდაფშია ეგეთი ძლიერი, არც ფინიშინგში, არც პოზიციურ თამაშში, არც პასებში და ხასიათებიც მართლა გაცილებით ცუდი აქვს. შენ კი არაფერი გგონია ეგ ხასიათები, მაგრამ მე 10 წელი ვირიცხებოდი სხვადასხვა გუნდებში და შემიძლია დამოწმებით გითხრა თუ რა დონეზე მნიშვნელოვანია შიდა გარემოს მენტალიტეტი.
          შენ კი იძახი რომ სასწაულია ბარსამ 2 ლა ლიგა რომ დადოო, მაგრამ ეგ სასწაულის კი არა ძაან მაგარი ადამიანური გაერთიანების შედეგია, ჯერ მარტო გავის ინტერვიუ რომ წაგაკითხა მიხვდებოდი რა მაგარი სიტუაცია აქვს ფლიკს შიგნით მოხოდილი და აი ეგ სიტუაციაა ერთი ალბათ 70% რაც რეალურ შედეგს აკეთებს ფეხბურთში, რადგან რეალურად ბურთის გორაობა 5 წლის ბავშვსაც შეუძლია, მაგრამ როცა გუნდის ერთობა, კომბინაციები, ერთმანეთის გაცნობისა და დამუღამების ფაქტორი ირთვება სწორედ აქ შემოდის მწვრთნელისა და ამ მოთამაშეების მენტალური ფაქტორი..
          შენი აზრით რატომ ფლოპდებიან სტარები სხვადასხვა გუნდებში?! განა 2 წამში ფეხბურთის თამაში ავიწყდებათ?! აგერ გრიზმანი ახსენე და ჩვენთან რომ ვერაფერი ქნა და დაფინიშებული გვეგონა, ჯერ 22ის მსოფლიოზე რეები აკეთა და მერე ატლეტიკოში როგორ დაბრუნდა.. რატომ?! იმიტომ რო სწორი ხალხი გჭირდება სათამაშოდ და არა სქილებში ახალი ველოსიპეტის გამოგონება.
          ხოდა ოსიმენი როგორც წამოვიდა ნაპოლიდან, მერე იმ სატრანსფეროზე რეებიც მოხდა რო ლამის არაბეთში წავიდა და ბოლოს თურქეთში ამოყო თავი.. შენ თავს რატომ არ უსვამ შეკითხვას ეგეთ პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელს ესეთი რამ რატომ დაემართა და როგორ არ აღმოჩნდა გინდა არესალში, გინდა ლივერპულში, გინდა მანჩეში.. არადა ამ გუნდებს ძალიანაც ჭირდებოდათ ფორვარდები და ფულებიც არ აკლდათ, მაგრამ ერთმა გიოკერეში წაიყვანა, მეორემ ისაკი, მესამემ კი შეშკო.. ჯობიან ეს ფეხბურთელები ოსიმენს?! არა ხო?! თანხებითაც საკმაოდ ძვირი დაჯდა თითოეული მაშინ როცა ოსიმენი 80ად წავიდა გალათასარაიში და მაქამდე ჩელსის უნდოდა, მაგრამ ჩელსი რომ ჩელსია მაგანაც კი უარი თქვა.. და მერე ოსიმენის რაღაც ინტერვიუები რომ ნახო, საკამოდ ბოღმიანი და ეგოისტი ტიპი ჩანს და რამდენჯერაც ბარსას დაუკავშირეს იმდენჯერვე დაიწერა რომ ბარსას არ უნდა გუნდში სუპერსტარის მენტალიტეტის მქონე სტრაიკერი მოყვანა რათა იამალის ზრდას ხელი არ შეეშალოსო, ამიტომაა რომ ახლა არაფერი იწერება ოსიმენზე და მხოლოდ საუბრებია ა გეგმა – ალავრესზე და ბ გეგმა – ჯოაო პედროზე.. პროფილურად ერთნაირები არიან, მაგრამ ალვარესი რომ ბაზარზე არსებულ ყველა ფორვარდს ჯობია რად უნდა ბაზარი.
          სტატისტიკით არ უნდა შეაფასო ალვარესი, თამაშებს უნდა უყურო და ნახავ რამხელა საქმესაც ასრულებს. შეიძლება გოლი ვერ გაჰქონდეს, მაგრამ გუნდი იტანდეს ძალიან ბევრს მის გამო და ჩვენც სწორედ ეგეთი ფორვარდი გვჭირდება.
          ლევანა რა დონეზე დიდიც არ უნდა იყოს, არასდროს ყოფილა ბარსას შესაფერისი ფორვარდი სწორედ მაგიტომ რომ ბილდაფში 0 იყო, ბურთის მიღება დამუშავებაშიც 0 იყო, მაგის გამო უამრავი შეტევა ნელდებოდა და საჯარიმოს გარეთ პრაქტიკულად ვერაფერში ვერ იყენებდი.. და ასეთივეა ოსიმენიც!
          ალვარესი კიდე ისეთი ტიპია რომ ხან იამალს დაეხმარება, ხან რაფინიას, ხან ფერმინს გაუცვლის პოზიციაზე, ბურთით ამოსვლაში დაგეხმარება, უკნიდან პასებშიც ძაან კაი იქნება, განსაკუთრებით რაფა რო შერბენებს აკეთებს, შორიდან დარტყმებში რო საუკუნეა ჩასვრილები ვართ, მაგასაც მოაგვარებს და ანალოგიურად ჯარიმებზეც.. თავით თამაშს რაც შეეხება, არც ლევანას გაჰქონდა საოცრად ბევრი გოლი თავით, მაგრამ ზატო საკმაოდ გამტანი ცენტრალური მცველები გვყავს მაგ პონტში და ჩემთვის ეგეც არაა დიდი პრობლემა.
          მოკლედ, კარმის ამბავში არ მინდა ალვარესი თორე თუ ვთქვათ და მოვიყვანეთ და ბედმა არ გვიმტყუვნა ჩათვალე ყველაფერის მომგები გუნდი გავხდებით. ნუ დაცვაში კი გვაქვს პრობლემები მაგრამ ჩემი აზრით ამ სეზონში შეტევაში გაცილებით გაგვიჭირდა და სწორედ მაგიტო ჩავისვარეთ ჩლზეც, თორე შეხედე ატლეტიკოსთან 15 შანსი შევქმენით და ბოლოს 2 გოლით დავასრულეთ..
          ხოლო მაშინ როცა ფლიკის სისტემაში უპირველესი ეგაა რომ მეტოქეზე მეტი გაიტანო, მერწმუნე დაცვაზე მეტად შეტევა უფრო მისახედია, რადგან რაფინისა და იამალის გარდა არავინაა ბარსას კალიბრის და ეგრე პრეტენზია ვერაფერზე ვერ გექნება.

        • Rivaldo80
          Rivaldo80 ვეტერანი
          schedule 27 მაი 2026, 14:17

          ვახ და იმაზე რატომ არ ფიქრობთ რომ უამრავი გრანდი ეძებს ფორვარდს და რატო არავინ ინტერსდება ოსიმენით?😂 მსგავის ეგოს მქონე ფეხბურთელი მარტო რეალში სხვა არავის არ უნდა დიდი რისკია ეს თუ ახლა გაიგეთ რავიცი აბა✌🏻