სპოტიფაი კამპ ნოუ რობერტ ლევანდოვსკის დაემშვიდობა

სპოტიფაი კამპ ნოუ რობერტ ლევანდოვსკის დაემშვიდობა

რობერტ ლევანდოვსკი ახლა უკვე ოფიციალურად არის “ბარსელონას” ისტორიის ნაწილი.

გუშინ “ბეტისის” წინააღმდეგ “ბარსას” 2025/26 წლების სეზონის ბოლო საშინაო მატჩში “სპოტიფაი კამპ ნოუზე”, პოლონელმა თავდამსხმელმა “ბლაუგრანას” გულშემატკივრების წინაშე ემოციური გამოსამშვიდობებელი მატჩი გამართა, მას შემდეგ, რაც შაბათს გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

“ეს ჩემთვის ძალიან ემოციური და რთული დღე იყო. როდესაც “ბარსაში” მოვედი, ვიცოდი, რომ ეს უდიდესი კლუბი იყო, მაგრამ აქ წარმოუდგენელი პერიოდი გამოვიარე. პირველივე დღიდან ისე ვგრძნობდი თავს, როგორც სახლში და არასოდეს დამავიწყდება, როგორ მღეროდით ჩემს სახელს.”

“მადლობა ჩემს თანაგუნდელებსა და ყველა მწვრთნელს. ამ კლუბში თამაში დიდი პატივი იყო. ჩვენ შესანიშნავი მომენტები გავიზიარეთ და ვამაყობ ყველაფრით, რასაც მივაღწიეთ. ერთხელ კულე, მუდამ კულე. Visca el Barça! Visca Catalunya!”

– თქვა ლევანდოვსკიმ საფინალო სასტვენის შემდეგ, როდესაც გულშემატკივრებისთვის მიმართვისას მიკროფონი აიღო

ამ საჯარო სიტყვებამდე, მისმა თანაგუნდელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა ის მოედანზე ჰაერში ააგდეს. მომენტი, რომელიც მყისიერად გახდა “ბარსას” ისტორიის ნაწილი.

ემოციებით სავსე ღამე

როგორც მოსალოდნელი იყო, საღამო თავიდანვე ემოციებით იყო დატვირთული. როგორც ჰანსი ფლიკმა მატჩის წინ დაადასტურა, ლევანდოვსკიმ კაპიტნის სტატუსითა და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე დაიწყო “ბარსას” მიმდინარე სეზონის ბოლოწინა მატჩი.

პირველივე წუთებიდანვე შეუძლებელი იყო იმ სიყვარულის იგნორირება, რომელსაც გულშემატკივრები გამოხატავდნენ ფეხბურთელის მიმართ, რომელიც კლუბის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში მოვიდა. ლევანდოვსკი იყო იმ ცვლილების საკვანძო ნაწილი, რომელიც “ბარსას” სჭირდებოდა, თან მოიტანა თავისი დაუოკებელი გამარჯვებულის მენტალიტეტი და კონკურენტუნარიანობა.

გუნდური პატივისცემა

მატჩის დაწყებამდე ატმოსფერო უკვე განსაკუთრებული გახდა. ტრიბუნები ლევანდოვსკის 9 ნომრიანი ათასობით მაისურით შეივსო და, როდესაც მისი სახელი სტადიონის დინამიკებში გამოცხადდა, მთელი სტადიონი აპლოდისმენტებით აფეთქდა.

კლუბში გატარებული ოთხი სეზონის შემდეგ, ლევანდოვსკი მიდის, როგორც ყველა დროის მე-14 საუკეთესო ბომბარდირი, 192 მატჩში გატანილი 119 გოლით. მართლაც, ამ კვირაში თავდამსხმელმა “ბარსაში” გატარებულ პერიოდს უწოდა “ჩემი კარიერის ყველაზე წარმოუდგენელი ეპიზოდი”.

თამაშის დროს თანაგუნდელები მუდმივად ცდილობდნენ მისთვის ბურთის მიწოდებას, ხოლო მის თითოეულ შანსს ოვაციებით ხვდებოდა გულშემატკივარი, რომელიც სრულიად ერთგული იყო ფეხბურთელისა, რომელიც ტოვებს გოლების, ლიდერობისა და პროფესიონალიზმის დაუვიწყარ მემკვიდრეობას.

ის კლუბს შვიდი ტიტულით ტოვებს:

  • ლა ლიგის 3 ტიტული (2022/23, 2024/25 და 2025/26)
  • კოპა დელ რეის 1 თასი (2024/25)
  • ესპანეთის სუპერ თასის 3 ტიტული (2022/23, 2024/25 და 2025/26)

ემოციების პიკი

ყველაზე ემოციური მომენტი 84-ე წუთზე დადგა, როდესაც ფლიკმა მისი შეცვლა გადაწყვიტა. მთელი სტადიონი ფეხზე წამოდგა, რათა ლევანდოვსკისთვის მქუხარე ოვაციები მიეძღვნა, რაც, შესაძლოა, ყველაზე განსაკუთრებული იყო მის “ბარსას” კარიერაში.

თვალცრემლიანმა თავდამსხმელმა გულშემატკივრებს ხელი დაუქნია, როდესაც თანაგუნდელებსა და სამწვრთნელო შტაბს ეხვეოდა. აპლოდისმენტები უსასრულო ჩანდა, რადგან სტადიონი სკანდირებდა მის სახელს.

საფინალო სასტვენის შემდეგ, პატივისგება მოედანზე გაგრძელდა. “ბარსას” ვიცე-პრეზიდენტმა რაფა იუსტემ მას სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და ოჯახის თანხლებით, ლევანდოვსკიმ ცრემლიანი თვალებით დატოვა “სპოტიფაი კამპ ნოუ” თანაგუნდელების მიერ მოწყობილი საპატიო დერეფნის გავლით.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 18 მაი 2026, 22:03

    7 ტიტული 4 სეზონში, ასეთი შედეგი ზოგ კარგ ფეხბურთელს არა აქვს, მაგალითად კეინს.

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 18 მაი 2026, 13:31

    ძალიან ემოციური მომენტი იყო. მთელი გულით მინდოდა გოლი გაეტანა იმ 84 წუთის განმავლობაში.

  • Padaro
    Padaro ახალბედა
    schedule 18 მაი 2026, 09:18

    კაცი ლეგენდა!