workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონას ტოვებს

რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონას ტოვებს

“ბარსელონას” 37 წლის ვეტერანი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიურ კლუბს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გამოცემა Meczyki ავრცელებს.

ლევანდოვსკი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს, თუმცა, წყაროს ცნობებით, პოლონელი ფეხბურთელი “ბლაუგრანასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ივარაუდება, რომ ლევანდოვსკი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. 17 მაისს “ბეტისთან” “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართი მატჩი რობერტის გამოსამშვიდობებელი თამაში იქნება.

რობერტ ლევანდოვსკის მოქმედი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს იწურება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 14 მაი 2026, 12:59
    #17

    სწორია ყველაფერი დაამტკიცა, ნამდვილი ფორვარდია, ახლა პენსიაზე გავა არაბებთან კაი ფულს გააკეთებს და მერე იცხოვრებს თავის გემოზე. ერთში მეცოდება, როგორ დატოვეს ოქროს ბურთის გარეშე ბენზემაზე ნაკლები იყო?

  • Damien12
    Damien12flag გულშემატკივარი
    schedule 14 მაი 2026, 08:08
    #15

    ალვარესს იმედია დროზე წაიყვანს პესეჟე რის გამოც ღიპუცა ლაპორტა გადაერთვება სხვაზე.
    ალვარესი არაა კლასიკური 9 და ის ფორვარდი ვინც ამ გუნდს სჭირდება; დღეს ბაზარზე ეგეთი ფორვარდია ოსიმენი, მაგრამ რადგანაც მისი ყიდვაც რთული იქნება სხვა უნდა მოიძებნოს.
    თუ ფორვარდი ვერ იყიდა გუნდმა აზრი არ აქვს ვინც არ უნდა მოიყვანონ სხვა პოზიციებზე შედეგი ისევ იგვე იქნება ლიგაზე.

  • Albicelecte
    Albicelecteshield ვეტერანი
    schedule 14 მაი 2026, 03:24
    #14

    მადლობა და გვეყვარება მუდამ,
    სხვას ვერაფერს დავამატებ

  • Rivaldo80
    Rivaldo80shield ვეტერანი
    schedule 13 მაი 2026, 18:17
    #7

    რავიცი წესით უნდა წავიდეს ლევანა თავმოყვარე კაცია არამგონია გაიბანძოს თავი.მან მოინდომა აქ გადამოსვლა და დიდი წვლილი შეიტანა გუნდის აშენებაში მაგრამ ახლა ჯობია წავიდეს ✌🏻❤️

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 13 მაი 2026, 17:07
    #5

    მადლობა ყველაფრისთვის ლომო

  • Robert lewandovski
    Robert lewandovskilocal_fire_department კულე
    schedule 13 მაი 2026, 15:45
    #3

    “ფლორენტინო პერესმა თქვა, რომ ლა ლიგის ტიტულები წაგვართვეს? რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რა მოხდა ამ წლებში”

    🎙️ალვარო არბელოა

  • Barca for life
    Barca for lifeshield ვეტერანი
    schedule 13 მაი 2026, 14:52
    #1

    მოლედ ტრანსფერებზე რაც იწერება ყველაფერი შევაჯამოთ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე და მოდი პრესასთან ერთად დასკვნები ფლიკის ქცევიდანაც გამოვიტანოთ:

    1. ლევანდოვსკიზე თითქმის დარწმუნებულები არიან რომ წავა (ამის დასტურად შეგვიძლია ლევანას ბოლო ინტერვიუც ვნახოთ) და ისიც რომ ტორესი უფრო მეტად გამოყენებული ფეხბურთელია, ხოლო ლევანა მეტად გადაჩოჩდა სკამზე ვიდრე ადრე იყო.
    2. იწერება რომ კუნდეზე ბევრი შეთავაზება იქნება, ხოლო ბარსა დიდ მაყუთად გაყიდვას აუცილებლად განიხილავსო. ნუ რას განიხილავენ მე არ ვიცი, მაგრამ ფლიკის ქმედებაზე დაყრდნობით, რომ კლასიკოსნაირ მნიშვნელოვან თამაშში კუნდეს ნაცვლად გარსია დააყენა, აშკარაა რომ ფლიკი კუნდეს აღარ ენდობა და იმის თქმა შეგვიძლია რომ გასაყიდთა ლისთში აუცილებლად იქნება, პროსტა გააჩნია შემოთავაზებებს.
    3. იწერებოდა არაუხოსა და ბალდეზეც, ოღონდ აქ გაიასნებული არაფერია, ფაქტი კი ისაა რომ 2ვე სკამის ფეხბურთელებად იქცნენ და ლოგიკურად რომ დავუფიქრდეთ აწყობს თუ არა ბარსას მაგხელა ფასიანი ტიპების სკამზე ჯდომა, ალბათ პასუხი არაა, თუმცა 100%ით ვერაფერს ვიტყვი. ჩემი დაკვირვებით არაუხოს გაყიდვის შანსი გაცილებით უფრო დიდია ვიდრე ბალდესი.. რადგან ფაქტია რომ ფლიკი არაუხოს არ ენდობა და არამგონია საერთოდ სიამოვნებდეს იმის ყურება თუ როგორ გარბის გუნდის კაპიტანი ისრაელში მენტალური პრობლემების გამო. უბრალოდ პრესაში არ დაუჯვიათ, რადგან ასე თანხას დააგდებდნენ, მაგრამ არაუხოსთვის მიცემულ წუთებს თუ შევხედავთ ფაქტია რომ ფლიკს გუნდში არ უნდა, ეგ კი არა როჟა ცენტრფორვარდად უფრო მეტჯერ შემოიყვანა ვიდრე მცველად და მგონია რომ ამით ყველაფერი ნათქვამია.
    4. ძალიან დარწმუნებული ვარ იმაში რომ რაშფორდს არ გამოისყიდიან, რადგან ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ფლიკმა ლოპესი დააყენა მის ადგილას არაერთ თამაშში, ხოლო იამალის დამტვრევის მერე ბარჯიმ რომ ვერაფერი ქნა, რაშფორდს მანდ მოუძებნა ადგილი სხვა გზა რომ არ ჰქონდა, ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ეს 2 ფლიკს არ უნდა თავის გუნდში.
    5. დარწმუნებული ვარ რომ კრისტენსენიც დაგვტოვებს, რადგან კონტრაქტი რაც შესთავაზეს არ მოსწონსო და ფულის სუნს მიყვება, ამიტომ თავადვე წავა ასე მგონია. აი მაგას ტრავმები რომ არ ჰქონოდა ასე მგონია რომ ახალი მცველის ძებნა ალბათ არც მოგვიწევდა, მაგრამ, როჯას ბოლო 3 წელში უტრირებულად მაქს 10 წუთი ექნება ნათამაშები და ეგეთ ტიპს რო წელიწადში 9 მილიონს უხდი და მარტო იმედებში ცხოვრობ არანორმალურია.
    6. ასევე დაიწერა და ბევრი ინტერვიუ დაიდო ფატიზეც რო მონაკო ისყიდის 11 მილიონადო.
    7. შესნის იტოვებენ კიდევ 1 წლით და შტეგენს საერთოდ აღარ დააბრუნებენ, მაგრამ შტეგენის შემთხვევაში პრობლემა მისი მაღალი ხელფასი და ტრავმიანობაა, ამიტომ მაქსიმუმ ისევ თუ გააიჯარებენ. მე მგონია რომ ხელფასის შემცირება მოუწევს, თორე ბარსა მაგისი დამბრუნებელი აღარაა, ხოლო სხვა გუნდი მაქ ხელფასად რამდენად წაიყვანს ვინ იცის.
    8. არ ვიცი რა ხდება ფორტზე, მაგრამ ჩემი აზრით მასსა და ესპარტს შორის არჩევანს გააკეთებენ და ამათგან ერთ-ერთი გვეყოლება სკამისთვის.
    9. ტორესზე იწერებოდა რომ კონტრაქტში 1 წელი აქვს დარჩენილი და ლევანას პასუხს ელოდებოდნენ ტორესის გაყიდვა-არ გაყიდვის ამბავზეო, ნუ ფაქტია რომ ლევანა მიდის, რაც იმას ნიშნავს რომ ტორესი რჩება და ახალი კონტრაქტი უნდა გაუფორმონ, თუმცა როგორც ცნობილია დეკუს არასდროს არ ევასებოდა ტორესი და ამიტომ იბრძვის ლევანას 1 წლით დასარჩენად რომ სკამზე ეგ ყავდეს ტორესის ნაცვლად ხოლო ტორესს გააჯმეინოს და ახალი სტრაიკერის ტრანსფერში ჩართოს, მარა ლევანა მიდის.. ფაქტი კი ისაა რომ 100%ით აქედან ერთ-ერთი აუცილებლად დაგვტოვებს, ეს კი ახალი სტრაიკერის მოყვანას ნიშნავს.
    10. კასადოც აუცილებლად წავა, რადგან ფლიკი აღარც მას ენდობა დიდი ხანია და ეგეთი ახალგაზრდა ბიჭი სკამისთვის აღარ დარჩება, პროსტა საკითხავი ისაა იჯარით წავა თუ გაყიდიან..

    მოკლედ რომ შევაჯამოთ, ამ გადმოსახედიდან გვტოვებენ: ლევანა, ბარჯი, რაშფორდი, კასადო, არაუხო, კრისტენსენი, კუნდე და გაიჯარებულები.
    ხოდა აი ვთქვათ და ყველაზე მინიმუმი სულ რო დებილი აკეთებდეს ამ გაყიდვებს რამდენი შეიძლება რომ ავიღოთ: ჩემი აზრით სადღაც 111 მილიონზეა საუბარი და თუ ნორმალურად გაყიდიან 180ზე.

    ახლა რაც შეეხება მოსაყვანებს:
    1. მარცხენა ვინგერი:
    ძალიან ბევრზე დაიწერა ბოლო დროს, მარა ჭორებს თავი დავანებოთ და პირდაპირ ვთქვათ რაც ვიცით ფაქტად, რომ ფლიკს არ უნდა რაშფორდი და თუკი რაშფორდი წავა, ესეიგი უნდა მოიყვანონ მისი შემცვლელი ანუ სკამის მარცხენა ვინგერი, აქედან გამომდინარე ბევრი ვარიანტი გამოირიცხა, როგორებიცაა ბარკოლა, გორდონი, ლეაო და ეს ფოე-ფოე სასტავი, რადგან არამგონია დაქცეულმა კლუბმა სკამის ფეხბურთელში 50+მ გადაიხადოს.
    ამ დროს ბევრი იწერებოდა ბენფიკას შელდერუპზე, აიაქსის გოცზე და ოსასუნას მუნიოსზე. აი ესენი უკვე ლოგიკური ვარიანტებია, რადგან ეგეთი სასტავი სკამზე გაგიჩერდება და თან იაფადაც მოვა.
    ჩემთვის აქედან ნებისმიერი მისაღებია და სადღაც 30მ-მდე დაჯდება მაქსიმუმ
    2. მარცხენა ცენტრალური მცველი:
    ბასტონი უკვე დაძველებული ვარიანტია.. როგორც იწერება მასთან ყველაფერი შეთანხმებულია, მაგრამ პრობლემას წარმოდგენს ინტერის მიერ დასახელებული ფასი და ბასტონის სისწრაფეო. ასევე ბარსას ინტერესი დაადასტურა ინტერის პრეზიდენტმაც, შესაბამისად მოგონილი არაფერია.
    ყველაზე სანდო ჟურნალისტმა, ფლორიან პლატემბერგმა კი დაწერა რომ პინი ზაჰავი აქტიურად მუშაობს ვუსკოვიჩის ბარსაში მოყვანასა და ფლიკის კონტრაქტზეო, შესაბამისად ბარსას ამ წამს ეს 2 ოფშენი აქვს მაგიდაზე რაც დანამდვილებით ვიცით.
    რომელს აირჩევენ, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ მცველს აუცილებლად დაიმატებენ და ჩემი აზრით აქედან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება, რომელი უკვე დიდად მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ორივე სერიოზული გაძლიერებაა, იმ ლოგიკით რომ არაუხო-კრისტენსენი უნდა შეცვალონ.
    3. მარჯვენა ფულბექი:
    ბევრი იწერება რაციუს 25 მილიონად მოყვანაზე, ასევე იმაზე რომ ლაპორტას კარგი ურთიერთობა აქვს ვალიეკანოს პრეზიდენტთან და მე მგონია რომ ეს კიდევ უფრო ამყარებს კუნდეს წასვლის ამბავს სულ რომ რაციუ არ გადმოვიდეს, თუმცა ვფიქრობ რომ მოიყვანენ, რადგან მაგ ბიჭზე უკვე მეორე სეზონია რაც იწერება.
    4. სტრაიკერი:
    ბოლო ცნობებით ალვარესზე ატლეტიკოში შიშობენო რომ წასვლას მოითხოვსო, მაგრამ 100 მილიონზე ნაკლებად გამშვებები არ არიანო, ბარსა კი 100მზე მეტს არ გადაიხდის სტრაიკერშიო. ასევე პსჟ-ც ჩაერთო ამ ამბავში და აქტიურად იწყებენ ხულიანზე მუშაობასო, ჰოდა მეეჭვება პსჟს ფინანსურად კონკურენცია გავუწიოთ, ამიტომ რისიც შეიძლება რომ გვჯეროდეს ისაა რომ ალვარესი დადასტურებულად ბავშვობიდან ბარსას ფანია და თუკი ადგა და მხოლოდ ბარსაში გადასვლა მოითხოვა, ხოლო პსჟ-ს წინადადება დაბლოკა, ატლეტიკო ვერაფერს გახდება გარდა იმისა რომ ბარსასთან აწარმოოს მოლაპარაკებები. აქ საქმე იმაშია ალავრესი მაგას გააკეთებს თუ არა და პარალელურად გუნდს უღირს თუ არა 100მს გადახდა..
    მე პირადად დიდი ხანია ვიძახი რომ არ გვინდა, მაგრამ თუ მოიყვანეს ესე ერთი შეხედვით გაასწორებს, უბრალოდ კარმულად ცუდად მოგვიბრუნდება ეგ ამბავი..
    სხვა სტრაიკერებზე კი კონკრეტულად არაფერი იწერება.. შესაბამისად მე პირადად ვისურვებდი ოიარსაბალს თუკი ალვარესი არ გამოვა, რადგან ოიარსაბალია ალვარესის დაბალბიუჯეტური ვარიანტი.

    მოკლედ ეს 4 პოზიციაა მთავარი და მაქსიმუმი რაც ამ ფეხბურთელებში შეიძლება დაგვეხარჯოს 230 მილიონია.. ხოლო თუკი რეალისტურად ვიმსჯელებთ და ალვარესს შევეშვებით, მაშინ წესით 140მ გვეყოფა.

    ჩემი დასკვნა კი ისაა რომ ჯერ ხსენებული ფეხბურთელები უნდა გაიყიდნონ წესიერად, ხოლო შემდეგ აუცილებლად გააძლიერებენ ამ 4 პოზიციას და იმედია რეალისტურად გააკეთებენ მაგ ყველაფერს..
    მესმის რომ ხალხს ალვარესები,ოსიმენები, ბარკოლები და ეს სახელები უნდათ, მაგრამ სახელები არ იგებენ ტიტულებს, იგებს გუნდი და აუცილებელი არაა სუპერსტარების დამატება იმისათვის რომ გავძლიერდეთ, მთავარია სწორი ხალხით ჩავანაცვლოთ გასაყრელები და თუკი ფლიკზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, მაგ გასაყრელების ვინაობაც ნათელია და ისიც ნათელია რომ მესამე წელსაც ჰაერში დასარჩენად კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

    • Rick Sanchez
      Rick Sanchezlocal_fire_department კულე
      schedule 13 მაი 2026, 15:28
      #2

      ყოველთვის მიჩნდება ხოლმე კითხვა, არ გეზარება ამხელა ტექსტის წერა, რომელიც ვარაუდებზეა დაყრდნობილი? რა მნიშვნელობა აქვს, რომ “ბალდე შეიძლება წავიდეს” ან “მარცხენა ვინგერად გორდონზე იწერება”? დაველოდოთ ზაფხულის მოსვლას და დასრულებას, ყველაფერი გაიასნდება მაგ პერიოდში. ახლა მარჩიელობა არ გეზარება ძმაო?

      • Barca for life
        Barca for lifeshield ვეტერანი
        schedule 13 მაი 2026, 18:45
        #8

        და შენ არ გეზარება რომ კითხულობ? ან რა კითხვა ეგაა?! თუ ადამიანი მაგხელა ტექსტებს წერს ესეიგი არ ეზარება და უყვარს ის საქმე რასაც აკეთებს და აი შენ რა მერე? არ მოგწონს და გაატარა და ვაბშე ნუ კითხულობ.
        და ფაქტია არც ეცნობი სატრანსფერო ნიუსებს თორე რაც მე დავწერე ჩემი მარჩიელობა მაქედან სადღაც 20%ია ხოლო დანარჩენი ისაა რაც პრესაში ვრცელდება და რასაც ფლიკზე დაკვირვებით აზრად გამოიტან.
        ნეტა ამ საიტზე მაგას ვინმე მიკეთებდეს რო ასე ერთიანად მიდებდნენ სატრანსფერო სიახლეებს და საერთოდ აღარ გავეკარები წერას, პროსტა შენნაირი სასტავი როა აქ და არაფერს რო არ ეცნობა სწორედ მაგისთვისაა რომ ინფორმაციებს გაწვდით და ვცდილობ რომ დისკუსიაში შემოგიყვანოთ, თორე სეზონი დამთავრებულია და რა გამოდის რომ მომავალ სეზონამდე უნდა გავჩუმდეთ და ვაბშე არაფერი ვწეროთ?!

        • Motamashe
          Motamasheeco ახალბედა
          schedule 14 მაი 2026, 12:23
          #16

          გააგრძელე რასაც აკეთებ👍 მე და დარწმუნებული ვარ ბევრი სხვაც დიდი ინტერესით ვკითხულობ შენს ნააზრევს, ბევრ რამეშიც გეთანხმები. ოღონდ ჩემი აზრით ( შენც იცი ეგ) ამ გუნდს არც ფული აქვს სამაგისო და დეკოც არ არის იმ კომპეტენციის კადრი, რომ არ უფულობაში თავისი ცოდნით და მოხერხებულობით დააბალანსოს გაჭირვება. ისე ეგეც მისაღები არგუმენტი გითხრეს🙂 გუნდი სადაც ისედაც კადრების შიმშილია, უშვებს შვიდს და მოყავს ოთხი ლოგიკისგან შორსსა. უბრალოდ სიმართლე ისაა რომ მაგ შვიდიდან ვირის ხორცია თითწმის ყველა და მაინც არაფერში გვადგება და მოსაყვანი ოთხიდან წესით სამი მაინც ძირითადის უნდა იყოს. კაროჩე ნუ იჩხუბებთ ეგ ჯობია ყველაფერს და სხვის აზრს პატივი ვცეთ👌 არც ერთს არ გეშლებათ ეგ ამბავი🙂 მაინც ვიტყვი ბოლოში😂 დეკოს რომ გუნდის გაძლიერება და ამდენი იყიდე გაყიდე შეეძლოს 😆 ისე გაუხმა მაგას გასიებული თავი😁

    • Barca
      Barcaflag გულშემატკივარი
      schedule 13 მაი 2026, 16:20
      #4

      შეგიძლია ფეისბუქზე დამამატო?

    • Rivaldo80
      Rivaldo80shield ვეტერანი
      schedule 13 მაი 2026, 18:15
      #6

      გასაგებია რომ შენი ვარაუდებია მაგრამ უშვებ 7 ფეხბურთელს და მოგყავს 4 ესა შენი მთავარი შეცდომა ცუდად არ გაიგო მაგრამ ცოტა არ გესმის სატრანსფერო ბაზარი🤝✌🏻

      • Barca for life
        Barca for lifeshield ვეტერანი
        schedule 13 მაი 2026, 18:59
        #9

        ჩემი ვარაუდები არაა, ეტყობა არც შენ არ ეცნობით ნიუსებს, თორე აქედან რაც მე დავწერე ჩემი ვარაუდი მაქსიმუმ 20%ია და არ გესმის სატრანსფერო ბაზარი და ეგეთი რაღაცეები არ გვინდა რა. მეც კარგად ვიცი რომ არ მესმის, რადგან არც ამ პროფილით მიმიღია განათლება და არც ვმუშაობ, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანის გადმოსახედიდან რასაც ვკითხულობ და ვაკვირდები, მაგის მიხედვით ვწერ, რასაც ვწერ და არა პროსტა ჰაერზე.
        7 ფეხბურთელის გაშვებასა და 4ის მოყვანას რაც შეეხება, მეტის *რაკი აბა აქვს ამ გუნდს? მარა შემადგენლობები ცუდად მაინც არ გვილაგდება:
        კარში: გარსია, შესნი, კოჩენი
        ფულბექები: რაციუ, ფორტი, ბალდე, კანსელუ
        ცენტრალური მცველები: კუბარსი, გარსია, მარტინი, ბასტონი? და ლამასიიდან კაი ხანია გუნდშია ალვარო კორტესი
        ნახმცველები: ბერნალი, დეიონგი, პედრი,გავი, ლოპესი, ოლმო, (ლამასიიდან ტომი მარკესიც)
        შემტევები: რაფინია, იამალი, ტორესი, გოცი? ალვარესი? (და იამალის სკამად სავარაუდოდ ამოწევენ ტონი ფერნანდესს)

        აი რას უწუნებ 1 სატრანსფეროსთვის? 4 კლასნი ფეხბურთელი სხვა გუნდებიდან მოგვყავს და 3 სერიოზული ტალანტი ლამასიიდან ამოგვყავს.. ჩემი აზრით ძალიან დაბალანსებული სიტუაცია იჩითება და გუნდში ნაკლებად რჩება უმაქნისი, ფულის მჭრელი, ლაზარეთა სასტავი, რომელთაც ცვლიან სერიოზული ტრანსფერები და ლამასიის დაგეშილი ტალანტები.

        • Rivaldo80
          Rivaldo80shield ვეტერანი
          schedule 13 მაი 2026, 19:09
          #10

          მეგობარო ხოდა რომ არ აქვს ერთი ადგილი გუნდს და მოკლე სკამი ყავს კი არ უნდა შეამცირო პირიქით უნდა გაზარდო.ეს დაუწერელი კანონია.მერე კიდე ეგრე ადვილი არა გაუშვა და გაყიდო როცა ყველამ იცის შენი ფინანსური კრიზისი.შენ უბრალოდ გავიწყდება ბარსას პრობლემები დარეგისტრირებაზე ცოტა რეალობას ხარ მოწყვწტილი ფიფას თამააობ😂🤝✌🏻

          • Barca for life
            Barca for lifeshield ვეტერანი
            schedule 13 მაი 2026, 19:19
            #12

            აი ფიფას თამაშობ და ეგეთები უწერე შენს მართლა მეგობრებს რა.
            20 წელია ამ გუნდს ვგულშემატკივრობ და ბოლო 6 წელია ამ საიტზე ერთერთი ყველაზე აქტიური ადამიანი ვარ. ხოდა მე თუ არ მესმის ამ გუნდის მდგომარეობის მაშინ ნუ გგონია რომ ვინმეზე რამით მეტი ხარ და რაღაცა პედესტალიდან მესაუბრები. ხოდა მე თუ არ ვარ სატრასნფერო თემებში ჩახედული, მითუმეტეს არც შენ ხარ და არც ვინმე აქაური და მე თუ რამე დავწერე იქედან გამომდინარე რაც პრესაში იდება, მაშინ გამოდის რო შენ მარტო ჩემზე კი არა, ძალიან ბევრ მართლა საკუთარი საქმის პროფესიონალზე უკეთესი გგონია თავი და მაშინ მოდი ბარსამანიაზე ვიღაცისთვის რაღაცების კომენტირებას, შენ დაიწყე იმათ ადგილას მუშაობა და შენ მოგვაწოდე უკეთესი ანალიზები და თუ მაგის კეთება არ შეგიძლია მაშინ სხვებისთვის ჭკუის სწავლებასაც მოეშვი, მითუმეტეს მაშინ როცა არც კი გინდა დაწერილის გააზრება და მაგისთვის სრულფასოვანი პასუხის გაცემა.

        • Barca
          Barcaflag გულშემატკივარი
          schedule 13 მაი 2026, 19:09
          #11

          Barca for life ფეისბუქზე დამამატე რა ორ წამ რაღაც საქმე მაქ

          • Barca for life
            Barca for lifeshield ვეტერანი
            schedule 13 მაი 2026, 20:51
            #13

            ბოდიში ფბზე არ ვამატებ არავის ვისაც პირადად არ ვიცნობ და არც ის მინდა რომ ჩემი ინკოგნიტობა დაირღვეს ამიტომ რა საქმეც გაქვთ თუ გინდათ აქ დამიკომენტარეთ და გიპასუხებთ.

          • Ryan 19
            Ryan 19eco ახალბედა
            schedule 14 მაი 2026, 20:36
            #18

            მე ძალინ მომწონს შენი ანალიზი და საინტერესოა. ამ კომენტარის დასაწერად ძლივს დავრეგისტრირდი თავიდან