მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსა ჩემპიონია!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსა ჩემპიონია!

ესეც ასე, ბარსა ისევ ჩემპიონია! თანაც, გადამწყვეტ შეხვედრაში “რეალ მადრიდი” დაამარცხეს. ხშირად არ ხდება ეს ამბავი და ყოველთვის დიდი ზეიმის საბაბია. თანაც, “კამპ ნოუზე”, ოლივია როდრიგოც კი გადმოვიბირეთ კატალონიურ ბანაკში, ხანდახან უგზოუკვლოდ აცეცებდა დემბელესავით თვალებს, შესაძლოა, საერთოდ არ ესმოდა სად ამოყო თავი, მაგრამ ვის ანაღვლებს, ისედაც ლამაზი დღე კიდევ უფრო გაალამაზა.

მატჩის წინ დიდი ამბები იყო, რა და როგორ არავინ იცის, მაგრამ ვალვერდე გააქანეს დანოკაუტებული, ჩუამენისკენ თითი გაიშვირეს და ბოროტი ხმები ამბობენ იმ თითსაც ვიღაცამ უკბინაო. მერე მბაპე შენიშნეს ხითხითს ვერ მალავდა, ვალვერდეს ნოკაუტზე იცინა თუ სარეკორდო პეტიციაზე არავინ იცის, მაგრამ ამ ხითხითში რაღაც იტკინა და იამალის მსგავსად მანაც გამოტოვა კლასიკო. დასცინა ყველამ “რეალ მადრიდს” და განსაკუთრებით დასცინეს პოლონელებმა, შესნი იქნებოდა ასეთი ოხუნჯი და აიყოლია ამ ოხუნჯობაში ლევანდოვსკი და აღარ გაჩერდა გოლსკიც, ვარჯიშზე  ლავაშიგერის მასტერკლასი ჩაატარა.

ამ მხიარულ ნოტაზე ტრაგედიაც დატრიალდა, თანაც, მატჩამდე მცირე ხნით ადრე, ჰანსი ფლიკს შეატყობინეს, რომ მამა გარდაეცვალა. მიუხედავად ამისა გუნდთან ერთად დარჩა, “მადრიდი” დაამარცხა და ჩემპიონობაც იზეიმა. ვალი მოიხადა და ახლა გლოვისთვისაც მოიცლის. ფეხბურთელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ ასე მგონია, რომ მისთვის განსაკუთრებულად დაიხარჯნენ, ამ გუნდს შეუძლია ერთი კაცისთვის თამაში.

ყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის.

თითქმის განახევრებულნი

დანაკლისი ორივე მხარეს დიდი იყო. “მადრიდს” ხასიათი არ უვარგოდა, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ურტყეს, ყველა ხვდებოდა, რომ ჩემპიონობა უკვე დაკარგულია, მოვალეობის მოხდის მიზნით “კამო ნოუზე” თამაში კი ჯოჯოხეთია. სულ ძალდატანებით გავიდნენ და რაღაცას ფაფხურობდნენ. მაქსიმუმი შეძლეს – დიდი ანგარიშით არ წააგეს. როგორ შეძლეს? ალბათ ბარსას ფეხბურთელების დახმარებით. ბევრი მომენტი გაუშვეს ხელიდან. თუმცა, ის ორი გოლი მართლაც ულამაზესი გამოვიდა.

რაც მესი წავიდა ჯარიმები ხშირად აღარ გადის. სიჭინავას უფრო მეტი ჯარიმა გააქვს მესამე ლიგაში, ვიდრე ბარსას ფორვარდებს ლა ლიგაში. ხანდახან გაუვარდებათ ხოლმე და ახლაც ასე, რაშფორდს გაუვარდა. შეაგდო დევიდ ბექემივით, ასე დევიდს გაჰქონდა საუკეთესო და არც თუ ისე საუკეთესო წლებში. კარგი ჯარიმები გასულა კლასიკოში – მესის, კუმანის, იეროს, კარლოსის შესრულებით, ვერ ვიტყვი რომ რაშფორდის გატანილი საუკეთესო იყო, მაგრამ კი ჩაეწერება მათ შორის. აი მერე კიდევ ისევ იწვალა, ისევ გააფუჭა მომენტები და ისევ დაგვაფიქრა – ეს კაცი რჩება თუ მიდის?

იგივე ამბავია ფერან ტორესის თავს. რიცხვებს შეხედავ და მშვენიერი სტატისტიკა აქვს. ამ მატჩშიც არ იყო ცუდი და ლამაზი გოლიც შეაგდო, პირველ რიგში, დანი ოლმოს პასია გამოსარჩევი, ახტა ასე ჩაკვეტაძის მსგავსად და გენიალური პასიც დატოვა, ფერანს თითქოს უხეში პირველი შეხება ჰქონდა, მაგრამ მაინც მიასწრო ბურთს და აუღებელი დაარტყა კურტუას კარში. ორით ნული. მორჩა კინო, წადით სახლში.

მერე კი ფერანმაც გაგვახსენა, რომ მაინც ფერანია. ყველაფერს ვერ შეაგდებს. არ არსებობს. და აქაც იგივე კითხვა ისმის – კიმაგრამ, ეს კაცი რჩება თუ მიდის?

გამოვიდნენ ლომებიც

აბა რაღას მოატრიალებდნენ თამაშს როცა ფრენკი დე იონგი და რაფინია გამოვიდნენ? ამათ რაღას მოუგებ. ეგენი რომ ფორმაში ყოფილიყვნენ “ატლეტიკოს” ვინ გაუშვებდა წინ? ეჰ, ახლა სულ მაგაზე უნდა ვიფიქრო სინანულით, სანამ ფინალს არ ვნახავ და ფინალს რომ ვნახავ მერე ვინ იცის რაზე დამაფიქრებს.

ჰანსი კმაყოფილი იყო. დიდი მადლობა გადაიხადა მატჩის მერე, შეუყვარდა ეს გუნდი, ეს სტადიონი და ეს ქომაგიც. წასვლას ნამდვილად არ აპირებს, გუნდი კი გაძლიერებას აუცილებლად საჭიროებს. დიდი შრომა და ძალისხმევა იყო საჭირო ზედიზედ მეორე ლა ლიგის მოსაგებად, პირველ რიგში, ჰანსის დამსახურებაა. ამ კაცის ხელში ბარსა თავიდან დაიბადა.

ბოლოს კი მაინც სასაცილო სურათი ვიხილეთ:

არაუხო კაპიტნის სამკლავურით და თასით ხელში – სასაცილოა

მედლების ნაცვლად პატარა თასები – სასაცილოა

ოლივია იამალის გვერდით – ჰმ…

წინ რა გველის

სამი მოსაწყენი ტური, რომელსაც მაინც შეიძლება აზრი მიეცეს, სამივეს მოგების შემთხვევაში ბარსა 100 ქულას მოუყრის თავს. რატომაც არა? მშვენიერია.

ისე კი ფეხბურთელები უკვე მუნდიალზე ფიქრობენ. ძაააალიან ცხელი ზაფხული გველის წინ, თანაც, სულ მალე დაიწყება ეგ ზაფხული, და არ არსებობს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს ნაკრებმა სადაც ან ბარსას ფეხბურთელი არ თამაშობს, ან წარსულში არ ჰქონდეს ნათამაშები. ასე რომ, ბედნიერი წუთები არ მოგვაკლდება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    13 მაი 2026, 15:21

    ლიგაზე რა ჭირი ჭირთ?

  • araujo4
    araujo4 კულე
    11 მაი 2026, 12:24

    ჩვენ გუნდა რო ვუყურებ ბედნიერი ვარ. ერთი დიდი ოჯახი ვართ. დაჟე პეპის დროსაც არ იყო გუნდი ესე შეკრული. კარგი ტრანსფერები გააკეთონ და უბრალოდ დაუმარცხებლები ვიქნებით

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    11 მაი 2026, 08:45

    ახალგაზრდების გათვალისწინებით, იმ კონკრეტულად მნიშვნრლოვან მატჩრბში ტრავმიანობის გამო განცდილი მარცხების ფონზე სეზონი ჩვენთვის ნამდვილად კარგად დასრულდა სხვამ იკითხოს თორე, ლა ლიგის თასი წავიდა ბარსას მუზეუმში დასადებად 😎💙❤️

  • C.PC5
    C.PC5 ვეტერანი
    11 მაი 2026, 08:24

    ფერდაკარგულ ზესონის დასკვნით ნაწილში ამ თამაშმა თავისი სხივი მაინც შემოიტანა, საჩემპიონო ელკლასიკო დაერქვა და თავისი ეშხი მაინც გვანახა, სხვამხრივ კი დიდი უღიმღამო თამაში გამოვიდა რაც საერთოდ არ იყო გასაკვირი, არც მბაპე და არც იამალი, არც საჩემპიონო მარათონი კარგა ხნის წინ ჩამოგვრჩა მაგაში რეალი, ისე მიეწყო ცუდი ამბები რეალის მხრიდან რომ აზრიც კი აღარ ქონდა ამ თამაშს, მატჩამდე იყო გადაწყვეტილი შედეგი, რეალის უმოტივაციობას ისიც დაემტა რომ ბარსას გაჩემპიონება უნდა ენახათ ნოუკამპზე, ერთმანეთზე გაბრაზებულები არიან და კიდე ეგ დაემტათ მოდი და ითამაშე კონკურენტუნარიანი თამაში ეგეთ სიტუაციაში, ბარსამ კიდე ისე ითამაშა არც მწვადი დაწვა და არც შამფურიო რომ იტყვიან, ისე დაიწყეს მეგონა კიდევ ერთ ისტორიულ კლასიკოს ვნახავდით ანგარიშის მხრივ მაგრამ მერე გაჩერდნენ, კი რაშფორდის ფაფხურით და ფერანის ხელმოცარულობით რთულია ბევრი გოლის გატანა მაგრამ თამაში ისე მიდიოდა აშკარად იკითხებოდა ბარსას მეტის გატანა შეეძლო მაგრამ არც თავი დაიღალეს და არც მეტოქე გაამწარეს მეტად, ზუსტად იმდენი გააკეთეს რამდენიც საჭირო იყო, თითქოს ურთიერთპატივისცემის გამოხატვა იყო ეგეც ერთგვარი. მთლიანობაში ეს სეზონი ერთი დიდი გაკვეთილია, როგორც გუნდის ისე ფლიკისთვის, მერამდენე გაკვეთილია ვეღარ ვითვლი მაგრამ ეს კარგი გაკვეთილი იყო და წესით ბევრი უნდა ესწავლათ, იქნება შეპირებული ტრანსფერები ზაფხულში, ვიღაც წავა ვიღაც მოვა, შეიძლება იდეალური ფანჯარა არ გამოვიდეს და ჩვენი ყველა დელულუ ოცნება არ ახდეს მაგრამ ფლიკი რომ არსებული რესურსებით მაქსიმალურს იღებს ყოველთვის ეს ფაქტია, ამ გუნდსაც შარშანდელივით ძალიან ცოტა აკლია რომ ლიგისთვის მებრძოლი დაერქვას, სულ ორი-სამი სწორი ტრანსფერი საჭირო პოზიციებზე და ენერგიების სწორად განაწილება თამაშებზე, არაა საჭირო ლიდერებმა ყველა თამაშში 90 წუთი გაწურონ, აიღონ პსჟ-ს მაგალითი, როგორ უფრთხილდება ენრიკე ყველა ლიდერის ფიზიკურ რესურსს რომ გადამწყვეტ ეტაპზე ყველა იყოს მზად და მერე არ გაუხდეს სანანებელი ის არ მყავდა და რას მოვიგებდიო, რავი ჩემი აზრით ეს არცისე რთულია, მესმის რომ ლალიგა ლიგა 1ზე რთული ჩემპიონატია და თან ჩვენც არ გვაქვს იმხელა რესურსი რაც პსჟ-ს, მაგრამ სკამზე რომ გულდაწყვეტილი საკმაოდ კარგი ფეხბურთელები გვყავს ესეიგი რაღაცები სხვანაირდა უნდა დაიგეგმოს.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    11 მაი 2026, 03:18

    ასე თუ ისე მაინც ნორმალური სეზონი გამოდგა

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      14 მაი 2026, 01:41

      ამ მსაჯობით კი.