ხულიან ალვარესმა ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

ხულიან ალვარესმა ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელმა თავდამსხმელმა, ხულიან ალვარესმა “ბარსელონაში” მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა. ფეხბურთელმა მედიაში დაწერილ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ ამჟამად მთლიანად საკუთარ გუნდზეა კონცენტრირებული.

“ბარსელონაში” გადასვლა? ვცდილობ, პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებს დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭო, რადგან სიმართლე ისაა, რომ ყოველკვირეულად ახალი ამბები ჩნდება და ყველანაირი ჭორი ვრცელდება”

– ციტირებს არგენტინელის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

არგენტინელმა სოციალურ ქსელებზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ საკუთარ ენერგიას მსგავს საკითხებზე ნამდვილად არ ხარჯავს:

“ვცდილობ, სოციალურ მედიაში დაწერილ ამბებს დიდი ყურადღება არ მივაქციო, რადგან ხშირად ეს ყველაფერი ტყუილების დიდ გროვად იქცევა. ვცდილობ, ამაზე ენერგია არ დავხარჯო და იმაზე ვფოკუსირდე, რასაც აქ, “ატლეტიკოში” ვაკეთებთ, რადგან ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ოცნებისთვის ვიბრძვით.”

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (17)

  • Gio_bcn
    Gio_bcn ახალბედა
    29 აპრ 2026, 20:35

    ამ ეტაპზე სტადიონის ტევადობა 68ათასამდეა, და ბილეთს ვეძებდი ელ კლასიკოსთვის, და მხოლოდ ვიაიპის ბილეთებია დარჩენილი, რომელიც იწყება 2000€ დან წარმოიდგინეთ რა ფული შედის კლუბში, ბილეთები, სოსიოს წევრობა, მაისურები და ასე შემდეგ! წინა წლებში მაისურებზე ფასი 100€მდე იყო ეხლა კი 200€ მდე აწიეს, იგივე თუნდაც სოსიოს წევრობა ადრე 1000€ მდე იყო საშვალოდ და ეხლა წლიური აბონიმენტი 2000€ მდე მერყეობს, ადგილსაც გააჩნია თან

  • Gio_bcn
    Gio_bcn ახალბედა
    29 აპრ 2026, 20:32

    ეს ორი სამი წელი რაც დაიწყო ნოუ კამპის მშენებლობა, ბევრი ქართველი მუშაობდა ბევრს ვიცნობ და მათგანა ვიცი, რომ ძაან გაიწელა და ჯარიმები შეეტენა იმ თურქულ კომპანიას, პლიუს ამას ეხლა ამ ეტაპზე მხოლოდ დარჩა ორი-სამი ესპანელი და დანარჩენი თურქი- პაკისტანი-ინდოეთია მთელს ობრაზე🤦🏻‍♂️😃😂 მოკლედ ჩავლა მეზარება სტადიონთან იმდენი (!უჯიშო) იჩითება🤣. ერთი სიტყვით ბარსამ დაზოგა საკმაო მაყუთი და წესით წელს ტრანსფერებისთვის უკვე კაი მაყუთი ექნება!

  • Gio_bcn
    Gio_bcn ახალბედა
    29 აპრ 2026, 20:26

    ეხლა იმას ვერ იტყვის როცა კონტრაქტი აქვს გუნდთან რომ სხვაგან მივდივარო! მჯერა რო გადმოვა ჩვენთან! მესის დიდი გავლენა აქვს ისე როგორც არგენტინაში ისე ესპანეთში:)

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      30 აპრ 2026, 14:01

      მესიმ 100 მილიონი გადმოურიცხა ბარსას, ალვარესი იყიდეთო, ფსბ-ზე იდო და ვითომ მართალია?

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    28 აპრ 2026, 22:36

    მეორე ვარიანტი ჟუაო პედროა🔥

  • CHEPE
    CHEPE ვეტერანი
    28 აპრ 2026, 19:39

    ოჰოო აქ რა ამბები ტრიალებს თურმე🤭🤭 მიკა გოცი ეხლა ვნახე და ბაზარი არაა კვარას გავს 1:1 ში უბრალოდ ცოტა დასტოინია კვარა დაცვაშიც ისარჯება და პრესინგზეც, მაგრამ საკმაოდ კარგია შესრულების უნარი აქვს და მარცხენა კრაის პრობლემას მოხსნის უდაოდ👌 წარმოიდგინე გოცი ალვარესი და იამალი რომ გეყოლება შეტევაში საკმაოდ ეფექტური სამეული იქნებოდა… პედრის დეიონგის და ფერმინის პასებით ნუ ოლომც თუ დარჩა და სილვაც დაიმატეს უფასოდ გამოვა რამე წინ რომ შემსრულებლები გყავს წესიერი… რაც შეეხება უკანა ხაზს აი მანდაა დიდი პრობლემა მეკარემდე უეჭველი უნდა შეიცვალოს რა ზოლი კუბარს დავტოვებდი მარტო დალშე სკამი ან გასაგდებია უმეტესი, არაუხოც კრისტენსენი ტრამვის გამო, კუნდეც კიდე ვერაა ხოდზე 1 სეზონი გაუვარდა მარჯვენა მცველობა, შუა ხაზისთვის დავიტოვებდი ბასტონი და კუნდე კაი დუეტი იქნებოდა კუბარსის როტაციებში ვათამაშებდი და მარტინსაც დავიტოვებდი ასევე გარსიას პატარა კლუბებთან ვათამაშებდი როტაციაში… აი ბალდე კაი სიქიმაა და უეჭველი გასაყიდია და კანსელო დასატოვებელია ორივე კრაის ზამენააზე… აი ორივე კრაიზე შესაბამის იგროკს მოვიყვანდი ვინც იმენა კრაის ფეხბურთელია

  • M10 S9 D11
    M10 S9 D11 ლეგენდა
    28 აპრ 2026, 17:49

    ნიუსები გავრცელდა რო ტოტენჰემი თუ გარავრდა პრემიერ ლიგიდან ბარსელონა სიმონსის რომეროს პროსო ვანდევენის და ბერგვაინის წამოყვანას ეცდება ასევე კუკურელიას ტრანსფერზეც გავრცელდა რაღაც ჭორები მემგონი მისმენენ ბარსაში ტოტენჰემის ფეხბურთელებზე რო ვწერდი ვიღაცა შტაბიდან მსტალკავდა 😂😂😂😂 ბერგვაინი და ვანდევენი არ გვჭირდება რომერო და პორო წამოიყვანონ რიშარლისონთან ერთად სიმონსი მაგრად გაასწორდებდა მარა 7 თვე გამოტოვებს ტრავმის გამო და კაცმა არ იცის როგორი დაბრუნდება მარა იაფში თუ გამოგვატანენ დიდი სიამოვნებით მ9ვიყვანდი მე პირადად

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    28 აპრ 2026, 17:38

    მაურინიო შეიძლება რეალში დაბრუნდეს😂😂😂😂 მესამე ლა ლიგა ზედიზედ მაგარი იქნება.

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    28 აპრ 2026, 16:35

    ეგრევე და*მა ნუ დაუწყეთ სად გინახავთ ესეთი ფეხბურთელები მსგავს შეკითხვებს მართალ პასუხს უბრუნებდნენ, ეხლა ხომ არ იტყოდა კი არის შანსი ჩემი ბარსაში გადასვლისო დაფიქრდით აბა ცოტა, მართალსაც იძახის ეხლა ფოკუსირებული ვარ ატლეტიკოსთან ერთად ლიგა მოვიგოვო ის ხომ არ თქვა აქ ბედნიერი ვარ და არსად ვაპირებ წასვლასო, რაც სწორია მისი მხრიდან ისეთი კომენტარი გააკეთა, მასეთი ჭორი გუშინ დაიწერა არსენალი აპირებ ყიდვასო ბარსას გაეჯიბრებაო, წასლას თუ გადაწყვეტს ეს ბიჭი ბარსას ამჯობინებს დარწმუნებული ვარ, წინასწარმეტყველირად ვიტყვი ეს თუ ბარსაში არ მოვიდა სულ მალე რეალში გაიჩითება მაგრად მგონია ეგ

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    28 აპრ 2026, 13:17

    ისე ძალიან ბევრი სატრანსფერო სიახლე ვრცელდება ამ პერიოდში და აქ საერთოდ არ იდება.
    ჭორებზე არ მაქვს საუბარი. სერიოზული წყაროებიც როცა წერენ რაღაცეებს, აქ მაინც არ იდება..

    მოკლედ გუშინ დაიწერა ძალიან ბევრ სერიოზულ წყაროში რომ ბარსელონას მიკა გოცი უნდაო და დღეს წავიკითხე რომ დეკუ უკვე მოლაპარაკებებზეა წასული აიაქსთანო. ცნობისთვის აიქსის სპორტული დირექტორი ხორდი კრუიფია, ხოლო გოცი სადღაც 25მ დაჯდებაო, რაც ძალიან ამარტივებს მოლაპარაკებებს და ჩემი აზრით მართლა გამოსვლადი ამბავია.
    ვისაც ეს ბიჭი არ გინახავთ ჩაუჯექით ვიდეოებს, არ ინანებთ. ჩემი დაკვირვებით კვარას ასლია, ზუსტად იგივე აღნაგობა, იგივე მიხვრა-მოხვრა, სისწრაფე, დრიბლინგი, დარტყმა და ტექნიკა აქვს. ჩათვალეთ 25 მილიონად გვაქვს მეორე კვარაცხელიას ყიდვის შანსი და საერთოდ არაა გასამაზი ბიჭი.
    ნუ კი იწერება რომ რაშფორდს ძალიან უნდა ბარსაში დარჩენაო და ყველაფერს გააკეთებს მაგისთვისო, მაგრამ ფაქტია ბარსას ბოსებსა და ფლიკს გადაწყვეტილი აქვთ რომ არ ისყიდიან თორემ რაფინიას არ ყოფნაში ფერმინს და მითუმეტეს გავის ნაღდად არ აპახავებდნენ მარცხენა ვინგზე რაშფორდის იმედი რომ ჰქონდეთ…
    მიკა არის იმენა სუპერშემტევი ტიპის მოთამაშე, როგორც კვარა, არ ერიდება რამდენიმე კაცში დრიბლინგს და ამ წამს მაგ მხრივ საუკეთესოა ერედივიზიონში, ასევე ყველაზე მეტი გ/ა აქვს, ყველაზე მეტი შექმნილი შანსი და საუკეთესო რეიტინგი.
    მოკლედ ჩემი აზრით ძალიან მაგარ ტალანტს დავადგით თვალი და აუცილებლად წამოსაყვანია.

    ასევე ქეი სმიტიც აუცილებლად უნდა დავითრიოთ, კუმანი ყველანაირად ცდილობს რომ ბარსაში მოიყვანოს ეგ ბიჭი და ტყუილად ნამდვილად არა. კუმანს შეიძლება როგორც მწვრთნელს ყოველთვის ვაჯვამდი, მაგრამ ეგ კაცი რომ სკაუტინგში წასულიყო, ასე მგონია მასზე დიდი სკაუტი არავინ იარსებებდა, ხოლო ქეი სმიტზე რეებსაც ბაზრობს 1 სიტყვასაც არ აჭარბებს.
    ჩემი აზრით ეგ ისეთი ბიჭია 1 წელში რომ დეიონგს სარფიანად გაგვაყიდინებს და თავად უკეთესი ფეხბურთელი დადგება.

    მოკლედ ეს 2 ტალანტი წყალი რომ არ გაუვა ისეთი მოსაყვანები არიან.

    ახლა რაც შეეხება სხვა სიახლეებს:

    გუშინ ძალიან ბევრგან დაიწერა რომ ბარსა არაუხოზე, კუნდესა და ბალდეზე შეთავაზებებს მოისმენს და თუ კარგი წინადადებები შემოვა აუცილებლად გაყიდიანო.
    ასევე ბარჯი პრაქტიკულად წასულია, ოღონდ გაურკვეველია იჯარით თუ მოდმივიდო.
    რაშფორდზე სერიოზული ეჭვები აქვთ და ძალიან მცირეა მისი დარჩენის შასნიო.
    ლევანამ წასვლა გადაწყვიტაო.
    კრისტენსენის აგენტი უკეთეს კონტრაქტზე ჩალიჩობს ბარსასთანო, მაგრამ თუ არ გამოვა, მარტივად წავა სხვაგან უკეთესი კონტაქტის გულისთვისო.
    კასადოც თითქმის გადაწყვეტილია რომ მიდის.
    ფატის მამამ იბაზრა რო ბარსასთან 29მდე კი გვაქვს კონტრაქტი, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ მონაკოში დავრჩებით, რადგან აქ ფატი უფრო ბედნიერიაო.

    ასევე დარწმუნებული ვარ რომ სხვა გაიჯარებულებსაც არ ელოდებათ კარგი ბედი..

    მოკლედ რომ შევკრათ:
    დღევანდელი ცნობებით უეჭველი მიდიან: ლევანა, ბარჯი, კასადო (+ გაიჯარებულები)
    80%: კრისტენსენი, (რაშფორდს არ ვისყიდით).
    50%: არაუხო, კუნდე, ბალდე

    მომსვლელებს რაც შეეხება: იწერება რომ ტოტენჰემის გავარდნის შემთხვევაში რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვით არიან დაინტერესებულებიო, მაგრამ ყველაზე მეტად ვანდევენსა და პოროზე აგორდა ჭორები. განსაკუთრებით ვანდევენზე იბაზრა რედნაპმა რომ ბარსას ფანიაო და უეჭველი ენდომება ბარსაში თამაშიო.
    ასევე მუნიოსზეც აქტიურად მუშაობენ..
    ლეაოს გვთავაზობენ მაგრამ ლაპორტას გარდა ბორდში არ არიან დაინტერესებულები.
    ბასტონი ბარსაშია მოლაპარაკებებზეო.
    და მთავარი:
    გუშინ დაიდროპა ინფორმაცია ყველაზე სერიოზული არგენტინელი ჟურნალისტისგან (რომელიც არგენტინელებისთვის პრაქტიკულად ფაბრიციო რომანოა) და მოკლედ ტიპმა დაადასტურა რომ ბარსა ალვარესს ყიდულობსო, უბრალოდ ახლა არანაირი ინფო არ გავრცელდება მანამ სანამ ჩლს ნახევარფინალებიაო. ამას ისიც ემატება რომ ალვარესის ნათესავები შეამჩნიეს ბარსაში ბინას რომ ეძებდნენ, კასტელდელფესის არემარეში მესის სახლთან ახლოშიო..
    ზოგადად ისე არავისთვის დამალული არაა რომ ალვარესი ბარსასა და მესის ფანია, მესის თავად შეუთავაზებია ალვარესის ტრანსფერი თავის დროზე, მაგრამ მაშინ დაიკიდეს, მერე იწერებოდა რომ მესი ალვარესს მაინც აგულიანებდა რომ ერთ დღეს ბარსაში აუცილებლად ითამაშებო და ამასაც კარგა ხანია რაც მოსვლა უნდა. ეს კი სატრანსფერო მოლაპარაკებებში სერიოზულ როლს თამაშობს, რადგან ფეხბურთელის სიტყვაც ძვირად ფასობს.
    თავის დროზე უდიდეს გაჭირვებაში რომ ვიყავით მაშინ ლევანას მოსვლასაც ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ბაიერნი განუწყვეტლივ იძახდა რომ არ გამოუშვებდა, მაგრამ ამან იმდენი ქნა, რომ ხან ვარჯიშზე არ გამოცხადდა, ხან ის ქნა ხან ეს და მაინც გამოვიდა ტრანსფერი, თან სულ რაღაც 45 მილიონად. ახლა კიდევ ბასტონია იმავე პოზიციაში, თავად ექაჩება ინტერს და ინტერიც ვერაფერს აკეთებს, ამიტომაა რომ კლუბი 50 მილიონად დამატებას იმედოვნებს, თორე ისე ალბათ დაჯდებოდა 70+, ამ ყოველივეთი კი იმის თქმა მინდა რომ 50% ყოველთვის ფეხბურთელის სიტყვაზეა დამოკიდებული, ხოდა ალვარესს თუ მართლა უყვარს ბარსა (და ამდენი ხანია წყაროები ამაზე ირწმუნებიან) მაშინ სეზონის დასრულების მერე ყველა გზით უნდა სცადოს რომ გადმოვიდეს, როგორც ეს წინა ზაფხულში ისაკმა გააკეთა, ატლეტიკოს კი ბევრი ვარიანტია როგორც შეგვიძლია რომ გადავუხადოთ.
    აქვე ეს არ არის ჩემი პოზიცია, ესაა ის ნიუსები რასაც ყოველდღიურად ვკითხულობ და აგერ ყველაზე სანდო არგენტინელი ჟურნალისტი რომ წერს რომ მოდისო, უკვე მონაჭორიც აღარ მგონია.
    თორე ვინც აქამდე ჩემს კომენტარებს კითხულობდა კი იცის, რომ ალვარესი მომწონს, მაგრამ მისი მოყვანა არ მინდა კარმის გამო და მირჩევნია რომ კეინზე ან ოსიმენზე გავიწიოთ.. უბრალოდ წელიწადზე მეტია იწერება რომ ლაპორტასა და დეკუს პრიორიტეტი ალვარესიაო, დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ხანია მაგ საკითხზე მუშაობენ და შესაბამისად მგონია რომ პირველი მაგაზე გაიწევენ და თუ არ გამოუვიდათ მერე მიადგებიან სხვა ფეხბურთელებს.
    აქვე საქმეს ცოტათი ისიც გვიმარტივებს რომ მათი სპორტული დირექტორი ალემანია და მთლად მწყრალად არ იქნება მოლაპარაკებებზე, მაგრამ არც მარტივად გამოგვაძვრენს და ალბათ სულ მცირე 100-120 მილიონს მოგვთხოვს, ან რომელიმე ფეხბურთელს დამატებული თანხას, უბრალოდ გააჩნია გვეღირება თუ არა..

    მოკლედ, რაც პრესაში იწერება ეგენი თუ დაიდროპა, ჩვენი გამჩერებელი მართლა არავინ იქნება დეკადის მანძილზე:

    კრისტენსენი მიდის – ბასტონი მოდის
    არაუხო მიდის – ვანდევენი მოდის
    კუნდე მიდის – პორო მოდის
    ბალდე მიდის – კუკურელია მოდის
    კასადო მიდის – სმიტი მოდის
    რაშფორდს არ ვისყიდით – მიკა გოცი მოდის
    ბარჯი მიდის – მუნიოსი მოდის
    ლევანა მიდის – ალვარესი მოდის
    შესნი მიდის – ალბათ კოჩენს დააწინაურებენ

    პლუს ამათ ვყიდით გაიჯარებულებსაც! (მაქსიმუმ ფორტის დაბრუნება შეიძლება და ამ შემთხვევაში ესპარტს გააიჯარებენ).

    შემადგენლობები ასე ლაგდება:
    ძირითადში: ჯოანი, პორო, კუბარსი, ბასტონი, კუკურელია, დეიონგი, პედრი, ლოპესი, იამალი, ალვარესი, რაფინია.
    სკამზე: კოჩენი, ფორტი, გარსია, მარტინი, ვანდევენი, კანსელუ, სმიტი, გავი, ოლმო, ბერნალი, მუნიოსი, გოცი, ტორესი.

    მესმის რომ ხალხს ძალიან მინიმალური მოთხოვნები აქვს იმ გადამოსახედიდან, რასაც ბარსა ბოლო სატრანსფეროებზე აჩვენებდა, მაგრამ ფაქტია რომ გუნდში სერიოზული ცვლილებები თუ არ მოხდა, სულ ერთსა და იმავე ადგილზე ვიბუქსავებთ და მაქსიმუმ ისევ ლამასიას ჩამოვეკიდებით. ამ დროს კი სად ჩანს ბორდის შრომა?!
    ერთხელ მაინც ხო შეიძლება *რაკი გაანძრიონ და ამდენი გასაყრელი რომ ყავთ, ადგნენ და მოიშორონ?! თან ამხელა ხელფასებს უხდიან და რაში?!
    ხოდა კეთილი ინებონ და ამ ზაფხულზე საბოლოოდ შეკრან ჩლს მომგები გუნდი!
    აგერ სტადიონი ხო გახსნეს, ჯერ მარტო ვიპ ადგილები ხო გაყიდეს 200 მილიონად, მერე ის მუზეუმი ცალკე რამდენს შოულობს წელიწადში, სხვა ადგილებზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს ნაიკის კონტრაქტიც ხო უნდა წამოგვეწიოს სადმე, სპოტიფაი ხო იხდის წელიწაში 70 მილიონს, კიდევ 1000 გარიგება ხო დადეს წინა ზაფხულში, აგერ ამდენი გასაყრელი ფეხბურთელი რომ გვყავს ჯამში 90 მილიონი იზოგება მაგათი ხელფასებიდან და ახლა ბიძია თუ კიდევ ეკონომიკურ პრობლემებზე წუწუნი დაიწყეს და მოდი ვაბშე გავაუქმოთ ეს კლუბი მაშინ ამდენი შემოსავალი და დანაზოგიც თუ ვეღარ გვშველის..
    ელემენტარული წინა ზაფხულში არც ნაიკის კონტრაქტი იყო ჩამთავრებული, არც სტადიონი იყო გახსნილი და ვიპ ადგილების თანხაც არ დაგვირეგისტრირეს, არც ამდენი ფეხბურთელი მიდიოდა გუნდიდან და გასაგებია რომ ვერც 1/1ზე დავბრუნდით და ვერც 27 მილიონზე მეტი დავხარჯეთ, მაგრამ ახლა უკვე ამდენი შემოსავალი რომ დავირეგისტრირეთ და ამდენი პრობლემა რომ გადავლახეთ, უკვე მართლა დამთავრებულია ტრანსფერების ვერ გაკეთებაზე საუბრები და ამ ფლიკსაც მართლა ყელში ამოუვა სადაცაა, იქეთ კიდე ცალკე იამალი გაატრაკებს დარწმუნებული ვარ და არც ეს ჩამოთვლილი ტრასნფერებია შეუძლებელი რომ გამოვიდეს:
    აგერ ბასტონი თავად აკეთებს ყველაფერს და 90%ით გადმოსულია, იქეთ კუკურელია ისეთ ინტერვიეუბს იძლევა, რო ან ეგ ან გრიმალდო უეჭველი მოვლენ ასე მგონია, ბოლო-ბოლო ორივე ლამასიელია, აქეთ ჯორდი კრუიფი გვყავს გოცის ტრანსფერზე, რომელიც სულ რაღაც 25მ ჯდება, იქეთ კუმანი აკეთებს ყველაფერს რო სმიტი გვაყიდინოს, ცალკე ტოტენჰემი თუ გავარდა ფიზიკურად ვერ დააკავებენ ფეხბურთელებს და ვანდევენი, რომელიც ბარსას ფანია აუცილებლად გამოიწევს აქეთკენ, პორო კი ესპანელია და დარწმუნებული ვარ ბარსაში სათამაშოდ ყველაფერს გააკეთებს, ბოლოს კი ალვარესიც ჩვენი ფანია, სპორტული დირექტორი ალემანია და შეუძლებელი მართლა არ ჩანს ეგ ტრანსფერი, ხოდა მემგონია რომ მთლად დელუზიურიც აღარაა ეს ყველაფერი.
    200 მ გავამზადოთ, არაუხო, ლევანა, კასადო, კრისტენსენი, ბალდე, კუნდე, ბარჯი და გაიჯარებულები გავყიდოთ და შეუძლებელი მართლა არ იქნება ამ ტრასნფერების დადება, უბრალოდ სერიოზული მუშაობაა საჭირო და დეკუსთვის პირველი, რეალური ქეისია, შესაბამისად ვილოცოთ რომ ამდენ რაღაცას თავს გაართმევს.
    ნუ ჯანდაბას ყველაფერი თუ ვერ გამოვა, მაგრამ ტალანტები მაინც არ დაკარგოს, რომლებიც ახლა 25 მილიონებში ყრია, მაგრამ მალე 100მზე მეტი ეღირებიან.

    • Visca barca
      Visca barca გულშემატკივარი
      28 აპრ 2026, 15:38

      ეგრე ლუის დიასსაც ყიდულობდნენ წინა ზაფხულს. იმედია ვცდები და მართლა გააკეთებენ კარგ ტრანსფერევს

      • Motamashe
        Motamashe ახალბედა
        28 აპრ 2026, 18:47

        ნეტარ არიან მორწმუნენი❤️ შენზეა ძმა ნათქვამი✌️

        • Motamashe
          Motamashe ახალბედა
          28 აპრ 2026, 18:53

          ხოდა აი მაგ რეალურ კეისში რომ მოისაქმებს დეკო მერე ნახავ. აგერ მე და აგერ შენ, აგერაც პორტუგალიელი სუპერ მენეჯერი😂

  • Rivaldo80
    rivaldo80 ვეტერანი
    28 აპრ 2026, 12:21

    ხოდა ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს ეგ შენი ატლეტიკო

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      28 აპრ 2026, 13:11

      ერთი ესეთი ტიტულებზე მეოცნებე ატლეტიკიდან კი იხვეწება წამიყვანეთო მივქარეო, მაგრამ ლაპორტამ მიაჯ-ა, და სწორიც ქნა. ნეიმარი წავიდა და სეზონი არ იყო დამთავრებული ისიც ატირდა დამაბრუნეთო. შენც ბევრს ნუ ილაპარაკებ, თავს ისე ნუ დამართავ, რო შენც სახვეწარი გაგიხდეს აქ მოსვლა. რაც ატლეტიკოში ხარ რა მოიგე? და ტყუილად ოცნებობ მნიშვნელოვან ტიტულზე, ლიგა არაა სიმეონეს ფიშკა.

  • CHEPE
    CHEPE ვეტერანი
    28 აპრ 2026, 11:30

    ჩემ ღლეს მოიგებ მანდ😅😅😅