workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო დღეს გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა “ბარსელონას” ცენტრალური მცველი

მარტინო დღეს გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა “ბარსელონას” ცენტრალური მცველი

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი აგრძელებს იმ საკითხის განხილვას, სჭირდება თუ არა “ბლაუგრანას” ცენტრალური მცველი. იტყობინება, ესპანური პრესა.

დღეს 13 აგვისტოს “ბარსას” მთავარი მწვრთნელი არგენტინელი, ხერარდო მარტინო კლუბის სპორტულ დირექტორს, ანდონი სუბისარეტას შეხვდება. შეხვედრის მიზანი კი ის იქნება, რომ საბოლოოდ გადაწყდება სჭირდება თუ არა “ბარსელონას” ფეხბურთელი ამ პოზიციაზე. კლუბს ნამდვილად გააჩნია ფინანსები იმისათვის, რომ მცველი შეიძინოს, თუმცა მარტინომ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ იგი მზად არის წარმატებებს, მის განკარგულებაში ამჟამად მყოფ ფეხბურთელებთან ერთადაც მიაღწიოს. შეგახსენებთ, რომ მარტინო მოსვლის დღიდან ენდობა კლუბის ლეგენდარულ გამოცდილ კაპიტანს, 35 წლის კარლეს პუიოლს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward