დღეს დილით “სიუტატ” ესპორტივას მოედანზე “ბარსელონას” ფეხბურთელებმა მორიგი სავარჯიშო სესია გამართეს. ვარჯშს ბარსელონაში მყოფი ყველა ფეხბურთელი დაესწრო. ესენია: პინტო, ოიერი, მონტოია, ბარტრა, პიკე, ადრიანო, ბუსკეტსი, ჩავი, დოს სანტოსი და სერხი რობერტო. თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა პედრო როდრიგესმაც, რომელმაც ბანგკოკში მიღებული ტრავმის გამო მალაიზიაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო და ასევე გამოტოვა რამდენიმე სავარჯიშო სესია.
რაც შეეხება სესკ ფაბრეგასს, ესპანელმა ფეხბურთელმა კვლავ დანარჩენი ფეხბურთელებისგან განცალკევებით ივარჯიშა. დღევანდელ სავარჯიშო სესიას დაესწრნენ “ბარსა ბ”-ს” ფეხბურთელი ბანიაკი და “ხუვენილ ა”-ს მოთამაშე ებველე.
