გუშინ “კამპ ნოუზე” ნეიმარ და სილვას დებიუტი შედგა. ბრაზილიელის ყოფილი თანაგუნდელები უძლურნი აღმოჩნდნენ “ბარსელონას” წინააღმდეგ, რის გამოც საკუთარ კარში რვა უპასუხო ბურთი მიიღეს. “ბარსელონასთან” ერთად თამაში “კამპ ნოუზე” ეს წარმოუდგენელი გამოცდილებაა” – განაცხადა ნეიმარმა.
როდესაც ფეხბუთელს ჰკითხეს, თუ რას გრძნობდა, როდესაც ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ თამაშობდა მან უპასუხა: “ეს, რა თქმა უნდა, ცოტა უცნაური იყო, მაგრამ მე ახლა “ბარსელონას” ღირსებას ვიცავ”. ბრაზილიელმა მატჩის მეორე ნახევარი სრულად ითამაშა და თამაშის მიწურულს გოლის გატანის რამდენიმე შესანიშნავი შანსიც ჰქონდა, მაგრამ ყველა მისი დარტყმა წარუმატებელი აღმოჩნდა. “გოლის გატანა ვერ მოვახერხე, იმედია ამას მალე შევძლებ” – განაცხადა მან. “უდიდესი ფუფუნებაა ითამაშო ისეთი ფეხბურთელების გვერდით როგრობიც არიან: ჩავი, მესი ან ინიესტა”.
კატალონიელმა ნახევარმცველმა სერხი რობერტომ ნეიმარზე ისაუბრა: “ის ძალიან მორიდებულია და გუნდთან ადაპტირებაც არ უჭირს.”
სერხი რობერტომ, რომელიც მიმდინარე ზაფხულს პირველი გუნდის წევრი გახდა “სანტოსის” წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. “თანაგუნდელებთან ერთად ვვარჯიშობ და მათგან ძალიან ბევრს ვსწავლობ.” განაცხადა კატალონიელმა მატჩის დასრულების შემდეგ. “ძალიან რთულია ითამაშო “ბარსასთან” ერთად, რადგან აქ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ.” მან დასძინა: “ყველა შესაძლებლობა და შანსი რასაც მაძლევენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო, ბოსს უნდა ვაჩვენო, რომ ამ ფეხურთელებთან ერთად თამაში შემიძლია. პირველ გუნდში თამაში ჩემთვის ახდენილი ოცნებაა.”
მოკლე კომენატრები გუნდის სხვა ფეხბურთელებმაც გააკეთეს.
დანი ალვესი
“ძალიან ინტენსიურად ვთამაშობდით, რის გამოც ბევრი გოლის გატანა მოვახერხეთ.”
“დღევანდელი შედეგი ცხადყოფს, რომ შვებულების დროს თავს ძალიან ვუფრთხილდებოდით.”
“ამ სულისკვეთებით რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებას კიდევ ერთხელ შევძლებთ.”
“ტატა მარტინო შესანიშნავი მწვრთნელია, მან მოგვცა ის ძალა, რაც წლების შემდეგ შესაძლოა დავკარგეთ.”
მარკ ბარტრა
“თავიდანვე სწრაფი ტემპით დავიწყეთ და სწრაფი გოლიც გავიტანეთ, რამაც “სანტოსის” ფეხბურთელები გატეხა.”
“თუ ვიქნებით მქსიმალურ დონეზე და ვითამაშებთ ჩვენი სტილით, მეტოქეებს მანდვილად რთული სეზონი ელით წინ.”