ლონდონის “ჩელსი” არ აპირებს გაყიდოს კლუბის 26 წლის ბრაზილიელი მცველი, დავიდ ლუისი. ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად რჩება. იტყობინება, London Evening Standard.
ლურჯებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ ნებისმიერ წინადადებაზე უარი განაცხადონ, 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე. ბრაზილიელი კი გუნდში ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია კლუბის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოსათვის. აქამდე გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ფეხბურთელის მიმართ ყველაზე აქტიურ ინტერესს “ბარსელონა” იჩენდა, თუმცა პრესაში “ბაიერნიც” დაიწერა, რომელიც მცველში 40 მილიონი ევროს გადასახდელად არის მზად.