workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირველი ამხანაგური მატჩის დეტალები

პირველი ამხანაგური მატჩის დეტალები

ოთხშაბათს, “ალიანც არენაზე” “ბარსელონა” და “ბაიერნი” ერთმანეთს დაუპირისპირდა. მატჩის ბედი კი ლამისა და მანჯუკიჩის გატანილმა გოლებმა გადაწყვიტა. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას პრესეზონის პირველი მატჩიდან.

  • იმ 22 ფეხბურთელიდან, რომელიც კლუბს მიუნხენში გაჰყვა, ორისთვის ეს მატჩი “ბარსას” პირველ გუნდში სადებიუტო აღმოჩნდა. ესენი არიან ნახევარმცველი ჟორდი კინტილი და თავდამსხმელი დანი ნიეტო. ორივე მათგანმა მეორე ტაიმში სრულად ითმაშა.
  • მეორე ნახევარში მოედანზე მყოფ ფეხბურთელთაგან, მხოლოდ სამს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული ოფიციალურ მატჩებში. ესენია ოიერი, სერხი გომესი და პლანასი.
  • ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე ფეხბურთელებიდან, მხოლოდ სამი იმყოფებოდა “ალიანც არენაზე”. ბარტრა, ალექსისი და მესი, მოგვიანებით სამივე ფეხბურთელი მწვრთნელმა შეცვალა.
  • 2002 წლის შემდეგ, ეს შეხვედრა იყო პირველი, როდესაც “ბარსელონამ” პრესეზონის გახსნითი მატჩი დათმო. 2002 წელს ვან გაალის გუნდი 1-0 დაამარცხა “გრენობლმა”.
  • 2002 წლამდე კი ბარსელონა 1977 წლის 26 ივლისს დამარცხდა “ჰამბურგთან”, რომელიც იმ დროს თასების მფლობელთა თასის მფლობელი იყო. ისევე, როგორც წელსაა “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი. 
  • პრესეზონის გახსნით თამაშებში “ბარსელონამ” რამდენიმე შეხვედრა ფრედაც დაასრულა. “ჰაიდუკი” (2011). “ტოტენჰემი” (2009), “ბანიოლესი” (2004), “იუვენტუსი” (2003), “გრონინგენი” (1994), იაოპნიის XI (1990), “ანდერლეხტი” (1983), “ანტვერპენი” (1979).
  • ძალიან საინტერესო იყო 1994/95 წლების შეხვედრა “გრონინგენის” წინააღმდეგ. მატჩი 5-5 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “ბარსა” 4-0-ს აგებდა. ჰეთ-თრიკი შეასრულა ჟორდი კუიფმა, ხოლო ჰაჯიმ დუბლი გაიფორმა.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward