ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯონათანი ”სოსიედადის” წარმომადგენლებს შეხვდა

ჯონათანი ”სოსიედადის” წარმომადგენლებს შეხვდა

”ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, ჯონათან დოს სანტოსი კატალონიური გრანდის იჯარით დატოვებასთან ძალიან ახლოსაა, იტყობინება ესპანური პრესა.

23 წლის ნახევარმცველს კლუბში დარჩენა სურდა, თუმცა კატალონიელთა ხელმძღვანელობამ პირდაპირ უთხრა, რომ სათამაშო პრაქტიკა ამ სეზონში მას ფაქტიურად არ ექნება. ორივე მხარემ ერთად გადაწყვიტეს, რომ მისთვის საუკეთესო ვარიანტი კლუბის იჯარით დატოვება იქნება. შემოთავაზებები იყო ”სელტას”, ”ვილიარეალისა” და ”სოსიედადისგან”, თუმცა ბასკებმა სატრანსფერო ბაზარზე შესამჩნევად იაქტიურეს და მიზანსაც მიაღწიეს.

ეს ტრანსფერი ოფიციალურად სულ რამდენიმე დღეში გაჟღერდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში