workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი და ალვეში ნაკრებში გამოიძახეს

მესი და ალვეში ნაკრებში გამოიძახეს

”ბარსელონას” წინასასეზონო მზადება კიდევ ერთხელ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ლეო მესი და დანი ალვესი არგენტინისა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებებში გამოიძახეს.
“ბარსას” ასევე დააკლდებიან მუნდიალის გამარჯვებულები, ასე რომ პეპ გუარდიოლას ესპანეთის სუპერთასისთვის მომზადება ვარსკვლავების გარეშე მოუწევს.
დანი ალვესი ჩინეთს შაბათს დატოვებს და შესაბამისად მონაწილეობას ვერ მიიღებს “ბარსას” აზიის ტურის მეორე შეხვედრაში Beijing Guoan-ის წინააღმდეგ. ტორონტოს გავლით ის გაემგზავრება ნიუ-იორკში, სადაც სამშაბათს ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს აშშ-ს ნაკრებთან.
შესაძლებელია ლეო მესიმ ითამაშოს ამხანაგური შეხვედრა Beijing Guoan-ის წინააღმდეგ. ის ორშაბათს გაფრინდება დუბლინში, სადაც არგენტინის ნაკრები ოთხშაბათ საღამოს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ირლადიასთან.
სეიდუ კეიტა მალის ეროვნულ ნაკრებში არაა გამოძახებული, ამიტომ ის დარჩება ჩინეთში ”ბარსელონასთან” ერთად და ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
წყარო: fcbarcelona.cat
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward