იტალიურმა გამოცემამ TuttoSport- მა განაცხადა, რომ ტურინის “იუვენტუსი”, გუნდი, რომელიც დაინტერესებული ზლატან იბრაჰიმოვიჩით, ცვლის ტრანსფერის პირობებს. ისინი მზად არიან შვედი ფეხბურთელის იტალიურ მოედანზე დასაბრუნებლად, გადაიხადონ თანხა და კიდევ ვინჩენცო იაკინტა მიჰყიდონ “ბარსელონას”. თანხა კი არის 40 მილიონი ევრო.
იტალიელი ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა: “მე “იუვენტუსის” პრეზიდენტებს ჯერ ვერ შევხვდი, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. რა თქმა უნდა კარგი იქნება “ბარსელონასთან” სატრანსფერო ურთიერთობის გახსნა, მაგრამ ჯერ ჩვენს გუნდზე უნდა ვიფიქროთ”.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ფეხბურთელმა ტურინული გუნდის შემადგენლობაში 66 თამაში ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა ყველა ჩემპიონატზე. იაკინტამ გუნდისთვის მეტის გაკეთება ვერ შეძლო, რადგან მას ბევრი ტრავმა ჰქონდა წელს. შეგახსენებთ, რომ იტალიელი “იუვენტუსში” გადავიდა “უდინეზედან” 2007 წელს ქქ მილიონ ევროდ და გააფორმა 5 წლიანი კონტრაქტი. შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერის პირობები ზუსტად შესაფერისია.
ინფორმაციის წყარო: www.totalbarca.com


