workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინიამ 2016 წლამდე გაახანგრძლივა

რაფინიამ 2016 წლამდე გაახანგრძლივა

იმ დროს, როდესაც ტიაგო ალკანტარას საკითხი კვლავ გაურკვეველია, მისმა ძმამ, რაფინია ალკანტარამ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. 20 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლომდე აკავშირებდა, ხოლო ახალი ხელშეკრულებით, მან საკუთარი მომავალი “ბარსას” 2016 წლამდე დაუკავშირა. რაფინიას გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევრო იქნება.

რაფინია ალკანტარა “ბარსა ბ”-ს წევრია. კატალონიელთა პირველი გუნდის რიგებში მას 3-ჯერ უთამაშია. გასულ სეზონში, “ბარსელონა ბ”-ს მაისურით, ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა 36 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward