”ჩელსის” მფლობელი, რომან აბრამოვიჩი ამ დღეებში ერთ-ერთ ღონისძიებაზე თავად პრეზიდენტის მიერ დაპატიჟებული იყო ისრაელში, თუმცა ეს არ იყო მისი ამ ქვეყანაში ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტიაგო ალკანტარამ და კომპანიამ 2013 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მოგება მოახერხეს. ”ჩელსის” პრეზიდენტი ეცდება, რომ გადმოიბიროს 22 წლის ”ბარსელონას” ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში ჰეთ-ტრიკის შესრულება მოახერხა.
აქამდე ცნობილი ინფორმაციის თანახმად, ალკანატარას კატალონიური გრანდი დატოვება სურს, ვინაიდან მისი აზრით, მას არ ეძლევა საკმარისი სათამაშო დრო.
ტიაგოთი ასევე ინტერესდებიან ”იუნაიტედი”, ”სიტი” და ”რეალი”.

აბრამოვიჩი ალკანტარას ”ჩელსიში” გადაბირებას შეეცდება
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.