workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
Pep Guardiola: “ბარსას შესახებ სიახლეების წაკითხვა ჩემთვის ყოველდღიური წესია”

Pep Guardiola: “ბარსას შესახებ სიახლეების წაკითხვა ჩემთვის ყოველდღიური წესია”

მოგესალმებით საიტის მომხმარებლებო ! გადავწყვიტე საიტზე წამომეწყო საინტერესო და ამავდროულად სახალისო პროექტი. ამ საიტზე ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომხმარებელს რაც შეიძლება კარგი გარემო შეუქმნას საიტზე არაფერს იშურებენ საიტის მწერლებიც, რედაქტორებიც და სხვა თანამდებობის პირებიც, რათა მომხმარებელს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ ყოველდღიურ რეჟიმში კლუბის შესახებ. 

 

მე დარწმუნებული ვარ მკითხველმა ძალიან ცოტა თუ იცის მათზე ასე, რომ მე, როგორც საიტის ერთ-ერთი მწერალი (ჯერემი რენერი) ინტერვიუს სახით შევეცდები გაგაცნოთ რამოდენიმე მათგანი. დღეს სტუმარი საიტის ერთ-ერთი სტაჟიანი მომხმარებელი და რედაქტორი – (Pep Guardiola) იქნება. 

1) მოგესალმები. საიტის მომხმარებელი ძალიან კარგად გიცნობს საიტზე ერთ-ერთი წარმატებული, გამოჩენილი ფიგურა და მომხმარებელი ხარ ესე ვთქვათ მომხმარებელთა დიდი ნაწილი მიანც არ გიცნობს კარგად.. გვიამბე შენ ცხოვრებაზე, ინტერესებზე, ჰობიზე..

– პირველ რიგში ახალი და საინტერესო პროექტის დაწყებას გილოცავ, დიდი სამუშაო გელოდება წინ და წარმატებები… რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, ვარ 21 წლის, ამჟამად ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. რაც შეეხება ინტერესებს და ჰობს, ცხოვრება სპორტის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემთვის. ფეხბურთის გარდა აქტიურად ვადევნებ თვალს, ჩოგბურთს, ფორმულა 1-ს, სნუკერს… გართობის მხრივაც ვცდილობ სპორტის ამ სახეობებით დავკავდე. 

2) ფეხბურთში, ფორმულა 1-ში და სნუკერში კონკრეტულად ვის ქომაგობ ? 

– ჩოგბურთში რაფაელ ნადალს ვქომაგობ, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდისტაა… ფორმულა 1-ის ყურება მიხაელ შუმახერის გამო დავიწყე, ახლა კი ფერარის კერძოდ კი ფელიპე მასას ვუჭერ მხარს. სნუკერში ჩემი რჩეული რონი ო’სალივანია

3) რომელია შენი საყვარელი ფილმი, მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენი, მწერალი(პოეტი), ნაწარმოები..?

– გამორჩეული კონკრეტული ფილმი არ მაქვს, ბოლო დროს ვუყურე და ძალიან მომეწონა “ბენჟამინ ბატონის უცნაური ისტორია”. საყვარელი მსახიობი რობერტ დენიროა, მომღერალი ფრედი მერკური… კონკრეტული სპორტსმენის გამორჩევა ძალიან გამიჭირდება, ამიტომ თავს შევიკავებ პასუხისაგან. საყვარელი პოეტი გალაქტიონი, ნაწარმოები კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა”.

4) ოცნებებზე რას გვეტყვიი რაქვს რაიმე განსაკუთრებული ნატვრა ?

– სტადიონიდან მსურს ვუყურო ჩემპიონთა ლიგის ფინალს, სადაც “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება…

5) ახლა უშუალოდ ფეხბურთზე გადავიდეთ.. დამისახელე შენი დროის სიმბოლური გუნდი ?

–  ყველა დროის საუკეთესო გუნდის დასახელება ძალიან რთული იქნება,  ალბათ მინიმუმ სამი გუნდის გაკეთება მომიწევს, ამიტომ ისეთ თერთმეტეულს დავასახელებ, რომელი მოთამაშეების თამაშიც ნანახი მაქვს, ესენია:  კანი, კაფუ, პუიოლი, მალდინი, კარლოსი, ჩავი, ზიდანი, ინიესტა, მესი, რონალდინიო და ფენომენი.

6) დღეს ვის მიიჩნევ საუკეთესო ფეხბურთელად ?

– რა თქმა უნდა ლეო მესის.

7) მომავალ მსოფლიო პირველობაზე რას ფოქრობ ვინ მიგაჩნია მთავარ ფავორიტად და ელი თუ არა რომელიმე ქვეყნისაგან რაიმე სიურპრიზის შემოთავაზებას… საერთოთ რომელი საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი ხარ ?

– მთავარი ფავორიტის დასახელება ძალიან, ძალიან რთულია… მიუხედავად ყველაფრის მოგებისა და ასაკში შესული შემადგენლობისა ესპანეთი კვლავ პირველობისთვის მებრძოლი იქნება. გერმანიას ძალიან ამბიციური შემადგენლობა ჰყავს, არ უნდა დავივიწყოთ მასპინძელი ბრაზილია და არგენტინა, რომელსაც ბრწყინვალე შეტევის ხაზი ჰყავს, თუმცა დაცვაში სრული კატასტროფაა… რაც შეეხება ჩემს საყვარელ ნაკრებს ეს რა თქმა უნდა, საქართველოა. საქართველოს შემდეგ აქტიურად ვუჭერ მხარს გერმანიის ნაკრებს, ასევე იმ ნაკრებებ, სადაც ბარსელონას ფეხბურთელები ასპარეზობენ. (ესპანეთი, არგენტინა და უკვე ბრაზილიაც) 2014 წლის მუნდიალზე კონკრეტული მიზეზების გამო ალბისელესტეს ვუქომაგებ.

8) ეხლა “ბლაუგრანას” შესახებ ვისაუბროთ, ნეიმარი უკვე ოფიციალურად “ბარსელონას” ფეხბურთელია ამ ტრანსფერის შესახებ რას ფიქრობ ?

– სიმართლე გითხრა ნეიმარი ამ დროისათვის ზედმეტად “გაპიარებულ” ფეხბურთლად მიმაჩნია, თუმცა ბარსელონას შეტევის ხაზის შემყურე ამ ტრანსფერს მივესალმები. ჯერ 21 წლისაა თუ გაითვალისწინებს კლუბის რჩევებს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შეუძლია გახდეს…

9) ბარსელონას ამჟამინდელ შეტევის ხაზზე რას იტყვი ვილია, სანჩესი, პედრო ?

– რაც არ უნდა დასანანი იყოს დავიდ ვილია გუნდიდან უნდა წავიდეს, ფეხის მოტეხვის შემდეგ ასეთ ასაკში სატანადო დონეზე ვეღარ თამაშობს… ალექსის სანჩესს მინიმუმ 1 სეზონი უნდა დავაცადოთ, სეზონის მიწურულს აშკარად ჰქონდა პროგრესი, პედრო კი ნამდვილი მუშაა, რომელიც დაუღალავად დარბის მარჯვენა ფლანგზე, ის ჩემი აზრით დიდი ხანი დარჩება ბარსელონაში.

10) “ბარსელონას” პრეზიდენტი, რომ იყო ვის შეძენას ეცდებოდი ?

– მეკარე ტერ შტეგენის და ცენტრალური მცველის ტიაგო სილვას.

11) ჩვენს საიტზე გადავიდეთ..როგორ მოხვდი ჩვენთანი რას ფიქრობ დღევანდელ Barcamania.Ge-ზე და საიტის მწერლებზე ?

– ბარსამანიაზე 2008 წელს მოვხვდი, მაშინ სულ სხვა მწერლები აქტიურობდნენ. ბარსელონას შესახებ სიახლეების წაკითხვა ჩემთვის ყოველდღიური წესია, ამიტომ გადავწყვიტე ეს სიახლეები მეთარგმნა და საიტზე დამედო. როგორც წესი თავიდან მეც დროებითი მწერალი ვიყავი, თუმცა 1 წელიწადში რედაქტორის სტატუსს გამოვკარი ხელი. დღეს საიტზე ბევრი კარგი მწერალია, ყველანი მონდომებულნი არიან და კარგად მუშაობენ, ზუსტად ამან გამოიწვია ჩემი მცირე პაუზა.

12) მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო, მგონი საიტის რედაქტორი და ერთ-ერთი საინტერესო პიროვნება გიორგი კონცელიძე სრულყოფილად გავაცანი მომხმარებლებს.. წარმატებას გისურვებ ცხოვრებისეული მიზნების მიღწევაში…

– დიდი მადლობა მერაბ, ასევე ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. ძალიან კარგი ინტერვიუ გამოგვივიდა, რაც რა თქმა უნდა ჟურნალისტის დამსახურებაა. ეს ბარსამანიაზე ახალი პროექტია, რომელიც წარმატებულად გაგრძელდება, ამაში დარწმუნებული ვარ.

 

(ჯ.რ) –  დიდი მადლობა რომ ინტერვიუსთვის დრო გამონახე, მგონი საინტერესო გამოგვივიდა. გისურვებ “ბარსელონას” უამრავ ტიტულს და რა თქმა უნდა საიტის წინსვლას. (პ.ს: გაგრძელება იქნება…) 

სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის © 
ავტორი: ჯერემი რენერი 
გმადლობთ ყურადღებისათვის ! 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward