პსჟ-ს ბრაზილიელმა მცველმა, ტიაგო სილვამ კომენტარი გააკეთა ნეიმარისა და მესის ერთად თამაშზე, სადაც განაცხადა მან, რომ მეტოქე გუნდის მცველებისთვის მათ წინააღმდეგ თამაში საოცრად მძიმე იქნება.
“ბარსელონამ” გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი. თუ ლიონელ მესი და ნეიმარი ერთმანეთში გამონახავენ საერთო ენას, რა თქმა უნდა ეს კარგი გაგებით, მაშინ ისინი ერთად საოცარ დუეტს შექმნიან და მეტოქე გუნდის მცველებისთვის მათ წინააღმდეგ თამაში ძალზედ რთული იქნება. მე ამას ვამბობ, როგორც მცველი”. – განაცხადა ტიაგო სილვამ.



