დღეს ბრაზილელი ფეხბურთელი “კამპ ნოუზე” პირველად წარსდგა ესპანელი გულშემატკივრების წინაშე. 56 500 ფანი დიდი მოლოდინითა და ენთუზიაზმით ელოდა ბრაზილიელის გამოჩენას, რომელიც დამღლელი დღის შემდეგ, სტადიონზე თბილისის დროით 20:35 საათზე გამოჩნდა.
ნეიმარი მოედანზე “ბარსას” ჰიმნის თანხლებით შევიდა, ბურთით “ჟონგლიორობა” დაიწყო, რის შემდეგაც მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა: “საღამო მშვიდობისა. იყო “ბარსელონას” ფეხბურთელი ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. ძალიან ბენიერი ვარ. მე ოცნება ავიხდინე. ყველას უღრმესი მადლობა. გაუმარჯოს “ბარსას”!
“მე გუნდში დასახმარებლად მოვედი. “ბარსელონა” საუკეთესო გუნდია, უფრო მეტია ვიდრე კლუბი. მინდა დავეხმარო მესის, რათა მან განაგრძოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ყოფნა”.
[media=http://www.youtube.com/watch?v=sMzzW1vtg78]
[media=http://www.youtube.com/watch?v=Yxys5lSms3Q]



