workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუტი: “ვნახოთ როგორ გაივლის ნეიმარი ადაპტაციას ევროპაში”

გუტი: “ვნახოთ როგორ გაივლის ნეიმარი ადაპტაციას ევროპაში”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა გუტიმ კომენტარი გააკეთა ბრაზილიელი ვარსკვლავის ნეიმარის “ბარსელონაში” გადასვლასთან დაკავშირებით. 

36 წლის გუტი ამბობს, რომ ნეიმარის ტრანსფერს წარმატებულს მანამ ვერ ვუწოდებთ, სანამ ბრაზილიელის საუკეთესო თვისებებს ევროპულ მოედნებზე არ ვიხილავთ. 

“ეს კარგი შენაძენია, მაგრამ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ თუ როგორ გაივლის ადაპტაციას ნეიმარი ევროპულ ფეხბურთში. “რეალსაც” და “ბარსელონასაც” უკანასკნელ წლებში ბევრი ხმაურიანი ტრანფერი განუხორციელებიათ მაგრამ იყო შემთხვევები როდესაც ფეხბურთელები ახალ კლუბში და ევროპაში ისე ვერ თამაშობდნენ, როგორც ამას სახლში აკეთებდნენ. ვფიქრობ, რომ “რეალი” ჭკვიანი გუნდია, რომელსაც მუდამ სურს საუკეთესო ფეხბურთელების შეძენა და ბეილიც სწორეთ მათთაგანია.” – განაცხადა გუტიმ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში