ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრანგმა სპეციალისტმა არსენ ვენერმა ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ კლუბში უეინ რუნის შესაძლო გადასვლაზე და “ბარსელონას” ნახევარმცველზე სესკ ფაბრეგასზე ისაუბრა.
“რუნი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია მსოფლიოში, ვინ იტყოდა მის გადმობირებაზე უარს? ვნახოთ როგორ წარიმართება მისი სიტუაცია, “მანჩესტერ იუნაიტედში”. ფაბრეგასი? ვფიქრობ ამ მომენტისათვის მას თავდაჯერებულობა აკლია, რათა გუნდის ძირითადი ფეხბურთელი იყოს. უკანასკნელ დროს მას არცთუ ისე ბევრი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. სესკი ძალიან აღშფოთებული მოთამაშეა. მას არ სიამოვნებს, როდესაც იგი მოედანზე ხშირად არ გამოდის. ფაბრეგასი ამ დროს მოწყენილია. ხოლო როცა გამოვა უკვე ვეღარ ახერხებს თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენას.” – განაცხადა, ვენგერმა.



