“ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი ზედიზედ მეორედ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი. მესის წლევანდელი შედეგი 46 გატანილი გოლი გახლავთ, თავის არაერთი დამყარებული რეკორდით.
არგენტინელი ვარსკვლავი გასულ სეზონში 50 გოლით გახდა პრიმერა დივიზიონის ბომბარდირი, ხოლო ამ სეზონში მან ამ რეკორდის გამეორება ვეღარ მოახერხა, რადგანაც მას რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია ტრავმის გამო. ასე და ამგვარად ლიონელ მესი უკვე ოფიციალურად გახდა ოქროს ბუცის მფლობელი, რომელმაც კარიერაში უკვე მესამედ მოახერხა ამ ინდივიდუალური ჯილდოს მიღება. 2009/10 (34 გოლი) 2011/12 (50 გოლი) 2012/13 (46 გოლი).



