”მალაგასთან” შეხვედრამდეგ ჩატარებულ ვარჯიშზე ექიმებმა ერიკ აბიდალს თამაშის უფლება მისცეს. ამგავარად ფრანგ ფეხბურთელს მოედანზე გასვლა და გულშემატკივრებთან მოედნიდან დამშვიდობების საშუალება მიეცემა, ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე ტიტო ვილანოვამაც ისაუბრა. დღეს დიდი დამშვიდობების დღეა.
ადრიანო კორეიამ მუცლის პრობლემების გამო ვარჯიში ვერ მოახერხა. ის დღეს ვერ ითამაშებს. ასევე გუნდს ვერ დაეხმარებიან კარლეს პუიოლი, რომელიც აღდგენით კურსებს იტარებს და ლეო მესი და დანი ალვესი, რომლებიც კლუბის ნებართვით ნაკრებების განკარგულებაში არიან.
დღევანდელი შეხვედრისთვის ტიტო ვილანოვას განკარგულებაში 19 ფეხბურთელია. ეს კი იქედან გამომდინარე, რომ გუნდის განკარგულებაში დაბრუნდნენ ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები, ბარტრა, მონტოია, ტიაგო და ტელიო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=EtVmEPHKqW4]




