ფეხბურთის ცოცხალმა ბრაზილიელმა ლეგენდამ, პელემ კომენტარი გააკეთა ნეიმარის “ბარსელონაში” გადაბარგებაზე, სადაც განაცხადა, რომ ნეიმარმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კატალონიურ კლუბში გადასვლა გადაწყვიტა. “მინდა ნეიმარს ყოველივე საუკეთესო ვუსურვო “ბარსელონაში”. მას იქ ექნება ძალიან დიდი გამოწვევები და მიიღებს საკმაოდ დიდ გამოცდილებას”.
ბრაზილიელი ლეგენდა ასევე ამბობს, რომ ნეიმარს მიღებული გამოცდილება ძალიან გამოადგება მომავალში: “ბარსელონაში” იგი დიდი გამოწვევების წინაშე იდგება, რითაც იგი მიიღებს ძალიან დიდ გამოცდილებას და გამოადგება ეს ყველაფერი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე”.

