იტალიური “მილანი” არ აპირებს გამოისყიდოს უფლებები არენდირებულ ბოიან კრკიჩზე, რომელიც კატალონიის “ბარსელონას” საკუთრებაშია. ბოიანმა სეზონი “მილანში” არენდით გაატარა და მზად იყო იქ გამოსვლა გაეგრძელებინა თუმცა როსონერის ხელმძღვანელობამ უარი თქვა ფეხბურთელის დატოვებაზე.
“ბარსელონა” ფეხბურთელის ტრანსფერში 15 მილიონ ევროს ითხოვდა. მაგრამ “მილანი” ამას არ დათანხმდა და 23 წლის ესპანელი ფეხბურთელი ზაფხულში კატალონიაში დაბრუნდება. ბოიანმა “მილანში” 16 მატჩის ჩატარება მოახერხა გაიტანა 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა სერია ა-ს სეზონის მიწურულს.



