ერთ-ერთ კითხვა, რომელიც ამჟამად ყველას აწუხებს არის ის, თუ რა ნომერს აიღებს ბრაზილიელი ფეხბურთელი, მის ახალ კლუბში. ნეიმარს რა საკვირველია აღნიშნული ნომრებით ასპარეზობა ძალიან სურს, თუმცა მან კარგად იცის ასევე, რომ ეს ნომრები ამჟამად დაკავებულია. ამ დროისთვის 7 ნომრით დავიდ ვილია ასპარეზობს, ხოლო 11 ნომრით ტიაგო ალკანტარა.
როგორც იცით ნეიმარი მის უკვე ყოფილ კლუბში, “სანტოსში” 11 ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში მას თავიდან 7 ნომერი ჰქონდა, შემდეგ კი ეს 11 ნომრით შეიცვალა. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ბრაზილიაში უკვე დაიწყო ნეიმარის 11 ნომრიანი მაისურების გაყიდვა.
არის შანსი, რომ ამ ზაფხულს ეს ნომრები გათავისუფლდეს, განსაკუთრებით კი ამჟამად ვრცელდება ინფორმაციები, დავიდ ვილიას გუნდიდან შესაძლო წასვლაზე, რომლითაც უკვე საკმაოდ აქტიურდა დაინტერესდა “ტოტენჰემი” და ისინი აპირებენ “ბარსელონას” წინადადებითაც მიმართონ. ასევე ტიაგოს აქამდე გაკეთებულმა განცხადებამ, საკმაოდ ბევრი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლოა მან კლუბი ამ ზაფხულსვე დატოვოს არასაკმარისი სათამაშო დროის გამო. ტიაგოს შეძენა ამჟამად კიდევ ერთ ინგლისურ გუნდს, “მანჩესტერ იუნაიტედს სურს”. ასევე ფეხბურთელის მიმართ ინტერეს “რეალიც” გამოხატავს.

