მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” 9 ფეხბურთელი ნაკრებში გამოიძახეს

“ბარსას” 9 ფეხბურთელი ნაკრებში გამოიძახეს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ იმ ფეხბურთელების სია დაასახელა, რომლებიც 2013 წლის კონფედერაციის თასზე განაცხადის კანდიდატები არიან. ამ სიაში კატალონიის “ბარსელონას” 9 ფეხბურთელი მოხვდა: ვიქტორ ვალდესი, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, პედრო როდრიგესი, სესკ ფაბრეგასი და დავიდ ვილია. შეგახსენებთ, რომ ტურნირი სტარტს ბრაზილიაში 15 ივნის დაიწყებს. ეროვნულ ნაკრებს “ბარსელონას” ფეხბურთელებთან ერთად 23 ფეხბურთელი გაჰყვება. ლა ლიგის დასრულების შემდეგ კი ნაკრების ამ განაცხადიდან სამი ფეხბურთელი ამოვარდება. 

უკვე არაერთხელ დაფიქსირდა, რომ ესპანეთის ნაკრებში ყველაზე მეტი ფეხბურთელი მსოფლიო და ევრო ტურნირებზე “ბარსელონას” ღირსებას იცავს. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე “რეალის” წარმომადგენელი 5 იყო ხოლო “ჩელსის” 3. “ბარსელონას” ყველა გამოძახებული კი ერთი წლის წინ ევროპის ჩემპიონები გახდნენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში