”ბარსელონას” მცველი, ანდრეუ ფონტასი, რომელიც მიმდინარე სეზონს იჯარის წესით ”მალიორკაში” ატარებს, შეიძლება ზაფხულში ჰოლანდიურ პსვ-ში გადაბარგდეს, იტყობინება ესპანური პრესა.
არსებობს შანსი იმისა, რომ ”ბარსელონას” და ”მალიორკას” შორის დადებული ხელშეკრულება გახანგრძლივდება, თუმცა თუ კუნძულელები სეგუნდა დივიზიონში გადავარდებიან ფონტასს ახალი კლუბის ძებნა მოუწევს. ახალგაზრდა მცველზე კანდიდატურა ჰოლანდიურმა პსვ-მ წამოაყენა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფონტასის კონტრაქტი ”ბარსელონასთან” 2015 წლამდეა გათვლილი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური ხელმძღვანელობა მის გაყიდვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს.