ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონა“ ევროპაში საუკეთესოა

„ბარსელონა“ ევროპაში საუკეთესოა

“ბარსელონა” შიდა ჩემპიონატში შეუჩერებელი აღმოჩნდა რასაც ხუთ წელიწადში მეოთხე ლა ლიგა მომჰყვა. “ბარსას” ფეხბურთელებმა ამ სეზონზე ევროპულ გუნდებს შორის ყველაზე მეტი 109 გოლი გაიტანეს. კატალონელებს მხოლოდ 6 გოლით ჩამორჩება ერედივიზიონის გუნდი პსვ, მესამე ადგილს კი მიუნხენის “ბაიერნი” იკავებს 98 გატანილი გოლით.

ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, საშუალოდ, კატალონიელები შეხვედრაში 3.03 გოლს იტანდნენ, ისევე როგორც ჰოლანდიელები. გერმანელებმა შეხვედრაში  2.88 გოლი გაიტანეს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” – 2.26, ხოლო “პსჟს” ფეხბურთელებმა შეხვედრაში საშუალოდ 1.78 გოლის გატანა მოახერხეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ათეულში ქართული კლუბი “თბილისის დინამოც” მოხვდა. დედაქალაქელებმა 32 შეხვედრაში 88 გოლი გაიტანეს, საშუალოდ – 2.75.

ამჟამად “ბარსელონას” მთავარი მიზანი 100 ქულის მოპოვება და “რეალ მადრიდის” რეკორდის გამეორებაა. სამწუხაროდ შეუძლიებელია “რეალის” მიერ დამყარებული კიდევ ერთი რეკორდის მოხსნა, მადრიდელებმა შარშან ერთ სეზონზე ყველაზე მეტი 121 გოლი გაიტანეს, თუმცა “ბარსას” შეუძლია პირადი რეკორდი გააუმჯობესოს, შარშან “ბლაუგრანელებმა” 114–ჯერ აიღეს მეტოქის კარი, ამ მაჩვენებლის გასამეორებლად კატალონიელებს 5 გოლი  ესაჭიროებათ.

კლუბიქვეყანაგოლებითამაშებისაშუალო გოლები
“ბარსელონა”ესპანეთი109363.03
პსვჰოლანდია103343.03
“ბაიერნი”გერმანია98342.88
“რეალ მადრიდი”ესპანეთი96362.67
“სელტიკი”შოტლანდია92382.42
“დინამო თბილისი”საქართველო88322.75
“ბრიუგე”ბელგია87402.18
“მანჩესტერ იუნაიტედი”ინგლისი86382.26
“ანდერლეხტი”ბელგია85402.13
“ბენფიკა”პორტუგალია77302.56
“ნაპოლი”იტალია73381.92
პსჟსაფრანგეთი66371.78

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში