კატალონიის “ბარსელონას” 25 წლის თავდამსხმელი ლიონელ მესი, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების წინ გამოიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი ტრავმირებულია.
7 ივნისს არგენტინის ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე კოლუმბიას მიიღებს. ოთხი დღის შემდეგ გუნდი ეკვადორში გაემგზავრება ხოლო 14 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას გვატემალასთან გამართავს. მესი იმ ფეხბურთელების სიაში შევიდა, რომლებიც ამ შეხვედრებში ეროვნული ნაკრების დასახმარებლად გამოიძახეს თუმცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის თამაში ჯერჯერობით ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
სწორედ ტრავმის გამო ლეომ მაისის დიდი ნაწილი გამოტოვა და ლა ლიგის უკანასკნელ ტურში “მალაგას” წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს.



