მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო – უდიდესი ნიჭი და მრავალმხირვობა

ადრიანო – უდიდესი ნიჭი და მრავალმხირვობა

ადრიანო კორეირა, რომელმაც სულ ახლახანს გაახანგრძლივა კონტრაქტი გუნდთან ძალიან ნიჭიერი და თითქმის ყველა პოზიციაზე კარგად მოთამაშე ფეხბურთელია. სწორედ ამ თვისებებმა განაპირობა ის, რომ მისი გუნდში მოსვლის დღიდან ბრაზლიელმა 5 სხვადასხვა პოზიციაზე მოახერხა თამაში და დაკისრებულ მოვალეობებსაც თავი ბრწყინვალედ გაართვა.

სანდრო როსელის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ადრიანო იყო პირველი ფეხბურთელი, რომელიც გუნდმა დაიმატა. 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველ სეზონზე, ბრაზილიელს უფრო და უფრო მეტი შანსი უჩნდება თავის წარმოსაჩენად. 2010/11 წლის სეზონზე ადრიანომ ერთადერთი გოლი გაიტანა, მომდევნო სეზონზე გოლების რაოდენობა სამამდე გაზარდა, ამ სეზონზე კი გოლების რიცხვი გააორმაგა და 6–ჯერ აიღო მეტოქის კარი. “ვალენსიასა” და “ატლეტიკოსთან” გატანილი საოცარი გოლებით კი ადრიანომ დაამტკიცა, რომ შორეული დარტყმებითაც შეუძლია გოლების გატანა.

ერთადერთი რამაც ადრიანოს წინსვლა ოდნავ შეაფერხა ტრავმები იყო. მიუხედავად ამისა, ბარზილიელმა 105 მატჩი ჩაატარა “ბლაუგრანას” მაისურით და 10 გოლი გაიტანა. ერთადერთი შეხვედრა როდესაც ადრიანომ ერთ მატჩში ორი გოლის გატანა შეძლო ალ–საადის წინააღმდეგ 2011 წელს გაიმართა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში