არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი ესპანურ პრესასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ იგი ბავშვობაში აღფრთოვანებული იყო პაბლო აიმარის თამაშით. “აიმარი პირველი ფეხბურთელი იყო, რომლითაც საოცრად აღფრთოვანებული დავრჩი. ახლა ნამდვილად არ მახსოვს ყველა ფეხბურთელის თამაში, მაგრამ თუ მკითხავთ ყველაზე მეტად რომელიმე ფეხბურთელის თამაში მხიბლავდა გეტყვით, რომ ეს აიმარი იყო”. – განაცხადა მესიმ.
ასევე მესიმ ცოტა ხნის წინ მოგეხსენებათ ისიც განაცხადა, რომ მისთვის ძალიან საპასუხისმგებლოა “10” ნომრიანი მაისურის ტარება, რომელსაც მანამდე ბრაზილიელი ცოცხალი ლეგენდა რონალდინიოს ატარებდა.



