მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე ”ბარსელონაში” ?

ვალვერდე ”ბარსელონაში” ?

”ბარსელონა”, შესაძლოა, შემდეგი სეზონიდან ამჟამად ”ვალენსიის” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ გაწვრთნას, იტყობინება ესპანური პრესა. 

ამ ინფორმაციის თანახმად, ”ბარსელონას” ხელმძღვანელობას ”B გეგმა” აქვს. ეს გეგმა ამუშავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელთა ხელმძღვანელობა არ ჩათვლის პრიორიტეტულად ტიტო ვილანოვასთან გახანგრძლივებას. ამ შემთხვევაში ”ბლაუგრანას” ამჟამად ”ღამურების” თავკაცი, ესპანელი ერნესტო ვალვერდე გაწვრთნის.

შეგახსენებთ, რომ თავად ტიტო ვილანოვამ არ დამალა სურვილი კატალონიურ გრანდში დარჩენისა. იგი აცხადებს, რომ მას აღარ აქვს არანაირი პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში