“ბარსას” კიდეს სამი თამაში დარჩა და ცხრა ქულის მოპოვება იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს და 100 ქულა მოიპოვოს, რითიც “რეალ მადრიდის” შარშან დამყარებულ რეკორდს გაიმეორებს. “100 ქულა ჩვენთვის დიდი მოტივაციაა და მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ. ვიცით, რომ საკმაოდ რთული თამაშები დაგვრჩა, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რეკორდის გასამეორებლად.” – განაცხადა პედრო როდრიგესმა გუშინდელ პრეს–კონფერენციაზე.
“ლიგის თასი უმნიშვნელოვანსი ტიტულია, რადგან ის წარმაოდგენს ხანგრძლივი შრომისა და გარჯის შედეგს. გუნდმა ბევრი იმუშავი ამ ტიტულის მოსაგებად. პირადად მე შემეძლო უფრო მეტად დავხმარებოდი გუნდს, თუმცა მოხარული ვარ იმ შანსებით, რომლებიც მე მომეცა და გამოვიყენე.”
ესპანელმა თავდამსხმელმა საკუთარ მომავალზეც გაამახვილა ყურადღება: “ჩემი მიზანი კლუბში დარჩენაა, მსურს კიდევ დიდხანს ვიყო ამ უდიდესი კლუბის ნაწილი. ვიმედოვნებ, რომ მალე აღვიდგენ ფორმას და მომავალ სეზონში გუნდს უფრო მეტად დავეხმარები”.
ნეიმარის შესაძლო ტრანფერზე კითხვას პედრომ შემდეგნაირად უპასუხა: “ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია. მისი გუნდში მოსვლა ძალიან გააძლიერებს “ბარსელონას”. ვიმედოვნებ, რომ ეს ტრანსფერი შედგება, რადგან ბრაზილიელი არაჩვეულებრივად მოერგება გუნდს.”



