მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალმა “პსჟ”-სგან შემოთავაზება მიიღო

აბიდალმა “პსჟ”-სგან შემოთავაზება მიიღო

მოგეხსენებათ, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას 33 წლის მცველთან თანამშრომლობის გაგრძელება არ სურს. ამასთან დაკავშირებით კლუბის პრეს-მდივანმა, ტონი ფრეიშამ ისაუბრა. ამიტომაც მოთამაშემ უკვე დაიწყო ფიქრი იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებს მომავალში კარიერას.

როგორც მედია იუწყება, ერიკმა “პარი სენ ჟერმენისგან” ოფიციალური შემოთავაზება უკვე მიიღო. ფრანგულ წყაროებზე დაყრდნობით, ფეხბურთელს აგრეთვე საფრანგეთის ჩემპიონატის რამდენიმე კლუბიც იწვევს.

“ყველას უღრმესი მადლობა, ვინც ჩემზე ყურადღებას ამახვილებდა. სულ მალე ვისაუბრებთ იმასთან დაკავშირებით, თუ სად გადავალ უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს” – წერს საკუთარი Twitter-ის გვერდზე, ერიკ აბიდალი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში