დღეს, ”ბარსა ბ”-ს ცენტრალურმა მცველმა, სერხი გომესმა ”ბარსელონასთან” კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა.
21 წლის მცველმა ”ბარსა ბ”-ს 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ასევე არაერთხელ გამოჩნდა ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების რიგებშიც. ეს არის მისი მეორე სეზონი კატალონიელთა მეორე შემადგენლობასთან ერთად და იგი კლუბში მინიმუმ 2 წლით კიდევ დარჩება. ხელშეკრულების თანახმად, მის პოტენციურ მყიდველს 12 მილიონი ევრო ექნება გადასახდელი.


