მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიდი სიყვარული და ერთგულება !

დიდი სიყვარული და ერთგულება !

ამ თემაზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს რთულია, რადგან ფეხბურთზე მეტზე გესაუბრებით. გთავაზობთ ერთი უბრალო ადამიანის ინტერვიუს, რომელიც უდიდეს სიყვარულსა და ერთგულებას იჩენს “ბარსელონას” მიმართ. ინტერვიუ ერთ-ერთ ”ქუჩაში მცხოვრებ” ”ბარსას” გულშემატკივარს ეხება…

გამარჯობათ. ყოველთვის თქვენი დანახვისას რაღაც საოცარი გრძნობა მეუფლებოდა, დღეს მას შემდეგ, როცა ”ბარსას” ქურთუკით დაგინახეთ გავბედე და გადავწყვიტე რამდენიმე კითხვა დაგისვათ. მისი სიტყვები საკმაოდ საინტერესოა და საკმაოდ ბევრ რამეზეც მეტყველებს. 

-მოდი ჯერ გაგვეცანი და ორიოდე სიტყვით გვიამბე შენი ცხოვრების შესახებ.

-ბევრს და საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. როგორც მივხვდი ინტერვიუს აღებს აპირებთ, როგორც სხვა ბევრი თინეიჯერი სხვადასხვა თემაზე, როგორც ერთ ქუჩაში მცხოვრებ პიროვნებასთან. სიმართლე გითხრათ ფეხბურთი ჩემთან არავის უხსენებია. 

მე გია მქვია, ვარ 48 წლის. მყავს მყოლოდ მამა და პატარა მეტისმეტად მოკრძალებულ სახლში ვცხოვრობთ.(აქვს ზედმეტსახელი, რომლითაც ბევრი იცნობს და მისივე თხოვნით არ ვამბობ)

-ძალიან კი მერიდება, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ. ხშირად გხედავთ ქუჩაში, როგორ ეხმარებით მოხუცებს, ხალხს მაღაზიებში. ბევრს ეშინია თქვენი…
-ნამდვილად ( იცინის) ხშირად მარიდებენ თავს ქუჩაში. აი ეგ კი რაც შენ აღნიშნე ჩემი პროფესიაა… აგვისტოს ომში ოჯახი დავკარგე და მხოლოდ მე და მამა დავრჩით. ახლა მისი პენსიით ვცხოვრობთ, ხოლო მე ხალხს ვეხმარები და სიკეთისთვის ღმერთიც არ გვტოვებს მშიერს.

-ალბათ მიხვდი, რომ მეც ”ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ, ამიტომაც გადავწყვიტე შენთან გასაუბრება.
-თანამოაზრეები გამვდივართ (იცინის) გისმენ.

-თუ გიყვარს ფეხბურთის თამაში და პროფესიონალურ დონეზე თუ გითამაშია ?
-ბავშვობიდან მქონდა ოცნება, რომ როცა გავიზრდებოდი ფეხბურთელი გამოვსულიყავი. ერთი ოცნება ამიხდა გავიზარდე ( იცინის) პროფესიონალურ დონეზე ნამდვილად არ მითამაშია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ პატარა ბავშვებთან ხშირად ვთამაშობდი. ახალგაზრდობაში კი დღეს ვერ ვიხსენებ როცა ბურთი არ მქონდეს გაგორებული.

-რამდენიმე წლის წინ ?
-კი. აგვისტოს ომში ფეხზე ტრავმა მივიღე რის გამოც…

-რამდენი წელია რაც ”ბარსელონას” გულშემატკივრობ ?
–32 წელია.

-თუ გქონია მომენტი, როცა აღარ გინდოდა ”ბლაუგრანას” გულშემატკივრობა ?
-”ბარსელონამ” საერთოდ ვერაფერი, რომ ვერ მოიგოს მე მაინც მისი გულშემატკივარი ვიქნები.

-როგორ ფიქრობ ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში ?
-რივალდო. ის უბრალოდ ფენომენალურია. შეუძლებელია უყურე მის თამაშს და დარჩე გულგრილი.

-რამე კურიოზსს, ხომ ვერ გაიხსენებდი?
-ბევრს. თუ ეს ინტერვიუ მხოლოდ შენთან დარჩება მაშინ მოვყვები (იცინის)

-რა თქმა უნდა. (ტყუილის თქმა დამჭირდა)
-მთვარეული ვარ და ბევრი კურიოზი გადამხდენია. უშუალოდ ”ბარსელონასთან” დაკავშირებით გავიხსენებ. ერთ-ერთ ზაფხულს ახალგაზრდობაში ბებიასთან ვისვენებდით მეგობრები. იცოდნენ, რომ მთვარეული ვიყავი. როდესაც დასაძინებლად დავწექი მაშინვე ვერ დავიძინე უბრალოდ თვალები მქონდა დახუჭული. მადრიდისტა მეგობრებმა გადაწყვიტეს კლუბის მაისური დაეჭრათ, როდესაც ეს მოლაპარაკება მიმდინარეობდა მეღვიძა და რა თქმა უნდა ეს გეგმა ჩავშალე. (იცინის) ამავე ზაფხულს მეორე დღეს იგივე გეგმა შევიმუშავე ამჯერად განზრახულად. გადაწყვიტეს საწოლთან წყლით სავსე ვედრო დაედგათ, ამის შემდეგ გამეღვიძობოდა, მაგრამ მე ავდექი მოვუარე და გავაგრძელე გზა. ყველა შეშინებული მიყურებდა (იცინის)

-რომელია შენ საყვარელი ფეხბურთელი და რატომ ?
-ბევრია მიჭირს დასახელება. კლუბიდან არ გამოვარჩევ, მაგრამ ერთ-ერთი მაინც ტოტია.

-დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი და რატომ?
-ტელლოს ? ალბათ. ვფიქრობ, რომ დიდი მომავალი აქვს.

შენი აზრით, შემადგენლობიდან რომელი ფეხბურთელი არ იმსახურებს გუნდში თამაშს?
-ვინც არის ყველა იმსახურებს ალბათ, რადგანაც თამაშობენ.

-რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურს ”ბარსელონაში” ?
-გაუჩოს ხილვა მსურს. მინდა, რომ კარიერა ჩვენთან დაასრულოს. ვფიქრობ ჯერ კიდევ არ არის გვიანი.

-ქართული ფეხბურთი ?
-ფეხბურთი საქართველოში მოკვდა, მაგრამ დასაფლავება დაავიწყდათ (იცინის)

-რას უწოდებდი შენს ცხოვრებას?
-ლურჯ-ბროწეულისფერ სიყვარულს.

-ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენია კლუბი ?
-ღერძის გარეშე. პუიოლი თავად ”ბარსელონაა” და ”ბარსელონაა” პუიოლი !

-ახლა თუ ახერხებთ თამაშების ყურებას ?
-ხუმრობ ალბათ (იცინის) ეგ მგონი ის ერთადერთია რასაც ვახერხებ, ყოველთვის.

-თქვენი ფეხის ტრავმა.
–არც არაფერი. ზიდანის სიტყვებს გავიხსენებდი: “მე ვტიროდი, რადგან არ მქონდა ბუცები, მაგრამ ერთხელ შევხვდი ადამიანს, რომელსაც არ ჰქონდა ფეხები.” მე, ხომ მაქვს (იცინის)

-უნდა იყოთ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ბედნიერი მეჩვენებით.
-მართალი ხარ. მე ცხოვრებამ მხოლოდ მამა დამიტოვა, მაგრამ მაინც ვცდილობ ვიყო ბედნიერი. ბედნიერება წვრილმანებშია: ღიმლიში, გამოხედვაში, სუნთქვაში, ფიქრებში, თითოეულ ჩვენს ნაბიჯში. ბედნიერება ჩვენშია უბრალოდ სწორად უნდა ვმართოთ ის. არასოდეს არ უნდა იყო ცუდად. გაიღიმე ყოველთვის იმის მიუხედავად გეღიმება თუ არა. მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობ, გყავს საყვარელი ადამიანები, თუნაც იმიტომ, რომ ხედავ, გრძნობ, თუნდაც იმიტომ, რომ მზე ყოველ დილით ამოდის. თუნდაც იმიტომ, რომ შეგიძლია უყურო შენი საყვარელი კლუბის წარმატებას. რა პრობლემაც არ უნდა მქონდეს ყოველთვის , როდესაც მათ წარმატებას ვუყურებ ან ვიგებ ბედნიერების უკანასკნელ საზღვარზე ვარ. თუნდაც ეგ სიხარული დროებითი იყოს და შემდეგ პრობლემებმა თავი შემახსენოს მაინც !

-რას მეტყოდი მე, როგორც ახალგაზრდა გულშემატკივარს ?
-შენ ალბათ მართლა გულით ხარ გულშემატკივარი, რადგან ჩემთან მოსვლის არ შეგეშინდა ისევე, როგორც სხვებს. თუმცა შენს გულშემატკივრობას დრო და კლუბის წარუმატებლობები (რაც იშვიათად გვაქვს და იმედია ხშირად არც გვექნება) გიჩვენებს.

-დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. სიმართლე გითხრა სულ სხვანაირი წარმომედგინე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვინც შენს ისტორიას მოისმენს მისი მაგალითი გახდები.
-მაგალითი? არ მინდა ამ მხრივ მაგალითი ვიყო. მადლობა შენ.

 

იყო გულშემატკივარი ეს ნამდვილად ადვილია… იყო ნამდვილი გულშემატკივარი ეს ოდნავ ძნელი… იყო დიდი კლუბის გულშემატკივარი ეს უფრო ძნელი… ხოლო იყო მეტი ვიდრე კლუბის ნამდვილი გულშემატკივარი ეს კი ყველაზე ძნელი… 

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=g9q1LCmzMbY]

 

სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©
ჯერემი რენერი 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში