ტრადიციის თანახმად, ლა ლიგის ჩემპიონბს მოწინააღმდეგეები პატივისცემის ნიშნად დერეფანს უკეთებენ. დღესაც, მადრიდელები “ვისენტე კალდერონზე” საჩემპიონო დერეფნით შეხვდნენ “ბარსელონას” ფეხბურთელებს. გუნდმა ჩემპიონის ტიტული მას შემდეგ გაინაღდა, რაც “რეალ მადრიდმა” სტუმრად კატალონიური კლუბი “ესპანიოლი” ვერ დაამარცხა.
ორშაბათს “ბარსა” ტიტულის მოგებას საზეიმო მსვლელობით აღნიშნავს, რომელიც თბილისის დროით 20:30–ზე დაიწყება. ზეიმი მთელ კვირას გასტანს და კვირა დღეს “კამპ ნოუზე” “ვალიადოლიდთან” გასამართი მატჩის შემდეგ საზეიმოდ დასრულდება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=fzX5p2ep_lQ]



