”ბარსელონას” ფეხბურთელები კვირას დილით შეიკრიბნენ მადრიდში გასამგზავრებლად. სულ რაღაც რამდენიმე საათის შემდეგ, რაც მადრიდის ”რეალმა” ვერ დაამარცხა ”ესპანიოლი” და ჩემპიონის ტიტულის კატალონიელებს დაუსაკუთრა. აეროპორტში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა.
მილოცვა პრეზიდენტისგან
კლუბის პრეზიდენტი, სანდრო როსელი აეროპორტში ვიცე-პრეზიდენტთან, ხოსეპ მარია ბართომეუსთან და სპორტულ დრიექტორთან, ანდონი სუბისარეტასთან ერთად გამოცხადდა. თვითმფრინავში ჩასხდომის წინ მათ ფეხბურთელებს ჩემპიონობა მიულოცეს.
მადრიდში ჩაფრენის შემდეგ მოთამაშეები სასტუმროში დაბინავდნენ. შეხვედრის დაწყებამდე ისინი დაისვენებენ. მატჩი ”ატლეტიკოსა” და ”ბარსელონას” შორის თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.




