workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: ”ეს გამარჯვება განსაკუთრებულია ჩვენთვის”

როსელი: ”ეს გამარჯვება განსაკუთრებულია ჩვენთვის”

 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ”ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის 2012/13 წლის გათამაშების გამარჯვებული გახდა კლუბის პრეზიდეტმა, სანდრო როსელმა ”ბარსა ტვ”-ს ეთერით გულშემატკივრებს მიულოცა: ”ეს გამარჯვება ჩვენთვის განსაკუთრებული იყო და სამუდამოდ შევა ისტორიაში იმის გათვალისწინებით, თუ რა გადაიტანეს მთელი სეზონის განმავლობაში ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა… ძალიან გახარებული ვარ ადრეული ჩემპიონობით”.

”არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა გადაგვხდა თავს სეზონის მიმდინარეობისას, ლიდერმა გუნდმა რაღაც დროით დატოვა. დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრები უფრო და უფრო დააფასებენ ამ ჯილდოს. ზუსტად ამ წელს გახდა ”ბარსა” ესპანეთში საუკეთესო და ევროპის 4 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა”.

ვილანოვას შესახებ პრეზიდენტმა განაცხადა: ”მე მომწონს მისი პირდაპირულობა და ის, თუ როგორ იღებს ის გამოწვევებს. მას ძალიან ვაფასებთ. ვფიქრობ, რომ მან შესანიშნავად შეცვალა ხოსეპ გვარდიოლა, ”ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი. თუკი თასზე ვინმეს სახელის ამოტვიფრის შესაძლებლობა მექნებოდა, მაშინ მასზე ტიტო ვილანოვას და ერიკ აბიდალის სახელებს დავწერდი. ახლა გავაანალიზებთ, თუ რა გაკეთდა კარგად და სად დავუშვით შეცდომები, რათა მსოფლიოს საუკეთესო გუნდად დავრჩეთ”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward