“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონია! კატალონიელებმა ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება დაიბრუნეს და ტიტული 22-ედ მოიგეს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც “რეალმა” “ესპანიოლი” სტუმრად ვერ დაამარცხა.
“ბარსას” გულშემატკივრები ელოდნენ, რომ მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონობას ესპანეთის დედაქალაქში, მადრიდში გაიფორმებდა. თუმცა, ტიტო ვილანოვას გუნდმა ქვეყნის საუკეთესო კლუბის ტიტული კატალონიაში, დაუსწრებლად მიიღო. მას შემდეგ, რაც მე-2 ადგილზე მყოფმა “რეალმა” “ესპანიოლთან” ფრედ, 1:1 ითამაშა, მადრიდელები “ბარსას” 7 ქულით ჩამორჩებიან და ვინაიდან მათ მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება დარჩათ, ჟოზე მოურინიოს გუნდს “ბარსელონას” დაწევის თეორიული შანსიც აღარ დარჩა.
ესეც ვილანოვას პირველი ტიტული.



