”ბარსელონას” მცველს, ადრიანო კორეიას, რომელიც შეიძლება მომავალ წელს თავისუფალი აგენტი გახდეს, სურს რომ კატალონიურ კლუბთან ახალი, 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმოს, იტყობინება Barcastuff.
ამ ინფორმაციის თანახმად, თუ მხარეები მომავალ კვირაში ვერ შეთანხმდებიან, მაშინ 28 წლის მცველი ტრანსფერზე იქნება დაყენებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე სეზონში ბრაზილიელი მცველი საკმაოდ ბევრს თამაშობს და უკანახაზელისთვის საკმაოდ ბევრი გოლიც აქვს გატანილი (22 მატჩი – 5 გოლი).


