”ბარსელონას” მცველი, ერიკ აბიდალი ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, იტყობინება ესპანური პრესა.
ფრანგ ფეხბურთელს არ მიუღია კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზება. აბიდალს სურს კლუბში დარჩენა, რადგან იგი თვლის, რომ მას კიდევ 1 სეზონი შეუძლია მაქსიმალურად დაიხარჯოს.
”თუ აქამდე ”ბარსას” ხელმძღვანელობა არ დამკავშირებია, იმას ნიშნავს, რომ ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურთ. სეზონი თითქმის დასრულებულია…” – განაცხადა აბიდალმა.
აქამდე ცნობილი იყო, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი აბიდალთან გახანგრძლივებას მისი ჯანმრთელობის გამო არიდებდნენ თავს. ისინი თვლიან, რომ ერიკს არ შეუძლია კიდევ ერთი სრულყოფილი სეზონის თამაში.


