იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ უკანასკნელ საათებში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ინფორმაციის თანახმად პუიოლის მიმართ ინტერესს “მილანი” იჩენდა.
“ჩვენ არანაირ მოლაპარაკებებს არ ვმართავთ პუიოლის ტრანსფერთან დაკავშირებით. დიახ კარლესი ჩვენი მეგობარია – მას მოსწონს ჩვენი კლუბი. მაგრამ ასეთ ასაკში მყოფი ფეხბურთელის ყიდვა ჩვენს გეგმებში არ შედის. ჩვენ აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ვაკეთებთ. ეს ჩვენი ფილოსოფიაა და არამხოლოდ მომავალი სეზონისათვის არამედ ზოგადად მომავალშიც.” – განაცხადა გალიანიმ.
შეგახსენებთ, რომ პუიოლმა მიმდინარე წლის იანვარში “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა.



