”ბარსელონას” თავდამსხმელი, ლიონელ მესი აცხადებს, რომ კარგ ფორმაში იმყოფება, იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ ლალიგას ეგიდით 34-ე ტურის ფარგლებში ”ბარსელონა” ”კამპ ნოუზე” “ბეტისს” მასპინძლობდა. მესი მოედანზე 56-ე წუთზე შემოვიდა, ორი გოლის გატანაც მოასწრო და გუნდს ანგარიშით 4:2 მოაგებინა.
”ბარსელონამ” უკვე ფაქტიურად გაინაღდა ესპანეთის ჩემპიონობა. მე კი კმაყოფილი ვარ ჩემი უკანასკნელი თამაშით.” – აღნიშნა არგენტინელმა.
ტიტო ვილანოვას შეგირდები ლა ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფებიან, 88 ქულით. მეორე ადგილზე მყოფ ”რეალს” კი 77 ქულა დაუგროვდა.



